2015 წლის 5, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „ნული საათის“ ქართული დადგმის საპრემიერო ჩვენება გაიმართება. ეს სპექტაკლი არის ბრიტანული ეკრანიზებული თეატრის სრულიად არაჩვეულებრივი და ინოვაციური ნიმუში. აღნიშნული წარმოდგენა საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იდგმება.
ერთგვარად, ფილმის ჩარჩოებში მოქცეული და საყოველთაოდ ცნობილი რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი“ არაჩვეულებრივად ახდენს ცოცხალი წარმოდგენის შერწყმას წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან, და ამ ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.
„ნული საათი“ არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე. ამ პრემიერაში ჩვენ წარმოვაჩენთ კომპანიის imitating the dog (ITD) ერთგვარ ხელწერას, სავიზიტო ბარათს და რაც ჩვენი ღრმა რწმენით ქართვულ აუდიტორიასა და თეატრალებს სრულიად ახალ გამოცდილებას შეძენს. დიდ ეკრანზე უყურებენ ცოცხალ შესრულებას, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის.
„ნული საათი“ საქართველოში წარმოადგენს კომპანიის Imitating the dog, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.