IELTS გამოცდისთვის ინგლისური ენის მსოფლიო ექსპერტებთან ერთად მომზადების შედეგად თქვენ:
- აიმაღლებთ ენის ცოდნას და განავითარებთ სწავლის უნარს, რომელიც საჭიროა საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოცდაზე
- გეყოლებათ მასწავლებელი, რომელმაც იცის ყველა დეტალი IELTS ტესტის შესახებ და აგრეთვე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს 30-საათიანი ონლაინ ტრენინგპროგრამა თქვენთვის მაქსიმალურად ეფექტურად
- მიიღებთ უკუკავშირს თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ IELTS-ის პრაქტიკული დავალებების შესრულების შედეგად
- გაიუმჯობესებთ გრამატიკის და ლექსიკის მნიშვნელოვანი საკითხების ცოდნას, რაც აუცილებელია საგამოცდოდ
- საკლასო და საშინაო დავალებების შესრულების შედეგად განივითარებთ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობის ტექნიკას
- გამოცდის დღეს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს - როგორც IELTS გამოცდის თანაშემქმნელები, ჩვენ ყველაზე უკეთ დაგეხმარებით, მიიღოთ მაქსიმალური შედეგი გამოცდის შედეგად