საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.
მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:
- სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია
- სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის „თრინითის“ კოლეჯის პროგრამა CertTESOL
- მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება