დაეხმარეთ შვილებს ივარჯიშონ ინგლისურში

ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს LearnEnglish Kids და შეიტყვეთ, როგორ შეიძლება თამაშებით, მოთხრობებითა და სიმღერებით გაუადვილოთ შვილებს ინგლისური ენის შესწავლა. ჩვენი ექსპერტები ინგლისური ენის შესასწავლად ქმნიან რესურსებს, რომლებიც ბავშვებს ცოდნის შეძენასთან ერთად ხანგრძლივი დროით გაართობს. 

ჩვენ ასევე გთავაზობთ სტატიებს და ვიდეოებს თუ როგორ დაეხმაროთ სახლის პირობებში შვილებს ინგლისური ენის შესწავლაში. 

ინგლისური ენის შესწავლა თამაშებით

დაეხმარეთ შვილებს ივარჯიშონ ინგლისურში ონლაინ თამაშების დახმარებით. მათ შუძლიათ ისწავლონ მეტი ეკოლოგიაზე, გამოიცნონ საიდუმლო აგენტის კოდი ან დაიცვან სოფელი უცხოპლანეტელებისგან. 

ინგლისური ენის შესწავლა მოთხრობებით

მოთხრობები თქვენს შვილებს დაეხმარება გაიუჯობესონ ლექსიკა და ივარჯიშონ სმენით ნაწილში. შეარჩიეთ ისეთი ისტორია, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ, ნახეთ ერთად და შემდეგ სავარჯიშო დავალებები ერთად შეასრულეთ. 

ინგლისური ენის შესწავლა სიმღერების დახმარებით

მღერა ბავშვებისთვის ინგლისურ ენაზე უკეთ საუბრის შესანიშნავი საშუალებაა და ჩვენ ძალიან ბევრ სიმღერას გთავაზობთ, რომლებიც მათ მოეწონებათ.