ვაჟი ინტერნეტში ©

Mat Wright, British Council Photos

გაეცანით ინგლისური ენის სასწავლო უფასო ონლაინ მასალებს, რომლებსაც ბრიტანეთის საბჭო გთავაზობთ. ჩვენი რესურსები შეიცავს ზრდასრულთათვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ ვიდეო მასალებს, მობილურ აპლიკაციებს, თამაშებს, სახალისო ამბებს, მოსასმენ აქტივობებს და გრამატიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც  განთავსებულია ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო  ვებ-გვერდებზე.  

ინგლისური ენის შესწავლა აქტივობებით 

შეგიძლიათ შეისწავლოთ ინგლისური ენა ბრიტანეთის საბჭოს უფასო ვებ-გვერდის საშუალებით. ვებ-გვერდზე, რომელიც ზრდასრულთათვის არის განკუთვნილი განთავსებულია მრავალრიცხოვანი აუდიო, ტექსტური და ვიდეო მასალა, 2,000-ზე მეტი ინტერაქტიული სავარჯიშო. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ ვებ-გვერდის გამრავალფეროვნებაში, დაუკავშირდეთ სხვა მომხმარებლებს და ჩამოტვირთოთ უფასო რესურსები. 

LearnEnglish ვებ-გვერდი

ინგლისური ენის შესწავლა თამაშებით

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური ენა თამაშებითა და ანეკდოტებით. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სასურველი თამაშები, რაც საშუალებას მოგცემთ, ივარჯიშოთ ინგლისურ ენაში ან უბრალოდ გაერთოთ. ასევე, ვებ-გვერდზე განთავსებულია ილუსტრირებული ანეკდოტები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაერთოთ, ისიამოვნოთ და ისწავლოთ. 

LearnEnglish ვებ-გვერდი: Fun & Games

ინგლისური ენის შესწავლა აუდიო და ვიდეო მასალებით

ჩვენ გვაქვს აუდიო და ვიდეო მასალები ენაში პრაქტიკულად სავარჯიშოდ. მასალები მოიცავს პოდკასტებს, აუდიო სერიალს, BBC-ისთან ერთობლივად შექმნილ ინგლისური ენის სატელევიზიო სასწავლო პროგრამას  და ვიდეო მასალებს, რომლებშიც ასახულია ინგლისური ენის  განსხვავებულ სიტუაციებში სწორად გამოყენების მაგალითები. 

LearnEnglish ვებ-გვერდი: Listen & Watch

ინგლისური ენის შესწავლა მობილური ტელეფონით 

ბრიტანეთის საბჭომ შეიმუშავა ინგლისური ენის სასწავლო მობილური აპლიკაციების ფართო არჩევანი სხვადასხვა მოწყობილობისთვის, როგორიცაა iPhone, iPad, Nokia, Samsung, Ovi და Android. აპლიკაციები მოიცავს პოდკასტებს, სერიალს, ვიქტორინებს, თამაშებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ გრამატიკის,ლექსიკის ცოდნა და წარმოთქმა.  

LearnEnglish ვებ-გვერდი: Apps

ვებ - გვერდი ბავშვებისთვის

LearnEnglish ბავშვებისთვის წარმოადგენს სახალისო შემეცნებით ვებ-გვერდს 5-12 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ ინგლისურ ენას. აქ მოცემულია ლექსიკისა და გრამატიკის სავარჯიშო ონლაინ თამაშები, სიმღერები, სახალისო ისტორიები, ვიდეო მასალები და წერა-კითხვის უნარების განვითარებისთვის განკუთვნილი კონკრეტული აქტივობები. ვებ-გვერდი LearnEnglish ბავშვებისთვის  ასევე განკუთვნილია მასწავლებლებისა და მშობლებისთვის და შეიცავს როგორც  უფასო ამოსაბეჭდ მასალებს, ასევე  სპეციალურ განყოფილებას იმ მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ, დაეხმარონ თავიანთ ბავშვებს ინგლისური ენის სწავლაში საკლასო გარემოს გარეთ.  

LearnEnglish Kids ვებ-გვერდი

ვებ - გვერდი მოზარდებისთვის

თუ მოზარდ ასაკში გსურთ ინგლისური ენის შესწავლა, უნდა ეწვიოთ ვებ-გვერდს LearnEnglish Teens, რომელიც განკუთვნილია 13-დან 17 წლამდე ასაკის შემსწავლელისთვის. ვებ-გვერდზე განთავსებულია ენის პრაქტიკული სავარჯიშოები, საგამოცდო რჩევები და სავარჯიშოები გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნის გასაუმჯობესებლად; ასევე მოცემულია სახალისო სავარჯიშოები, ვიდეო მასალები, თამაშები და რებუსები. 

LearnEnglish Teens ვებ-გვერდი

ბიზნეს-ინგლისური

საუბრობთ ინგლისურად, მაგრამ გსურთ თქენი ბიზნეს- ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესება? გაინტერესებთ, რამდენად სწორად ფლობთ ბიზნეს- ინგლისურს? გსურთ შეიტანოთ განაცხადი  საერთაშორისო ვაკანსიებზე, სადაც ინგლისური სამუშაო ენაა?  ჩვენი რესურსები დაგეხმარებათ ბიზნეს-ინგლისურის გაუმჯობესებაში. 

LearnEnglish ვებ-გვერდი: Business & Work

ინგლისური ენის შესწავლა ფეხბურთის მოყვარულთათვის 

თუ სწავლობთ ინგლისურ ენას და გაინტერესებთ ფეხბურთი, Premier Skills English დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა პრემიერ ლიგის კლუბებისა და მოთამაშეების შესახებ ინფორმაციის მიღების შედეგად. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას მატჩებისა და პრემიერ ლიგის წესების შესახებ, ითამაშოთ და ჩაერთოთ ვიქტორინებში. 

Premier Skills English ვებ-გვერდი