ვიდეო სერიები ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად
ჩვენი უფასო რესურსი "Learning Time with Timmy' ვიდეო სერიებით YouTube-ზე დაეხმარება თქვენს შვილს სახლის პირობებში ისწავლოს ინგლისური და თან გაერთოს. ოსკაროსანი აარდმანის (Aardman) დახმარებით იგი საუკეთესოდ წარმოაჩენს სახლის პირობებში რასაც ჩვენ საკლასო მეცადინეობებისას ვაკეთებთ.
ტიმისთან ერთად სწავლის დროა "Learning Time with Timmy" მოიცავს 26 ხუთწუთიან ეპიზოდს და სიმღერებს, რომლებიც სწავლას სახალისო აქტივობად აქცევს. თქვენი შვილი ისწავლის ახალ სიტყვებს, იმღერებს და გაერთობა ტიმისა და მის მეგობრებთან ერთად.
ეპიზოდებს საფუძვლას უდევს ტიმის ისტორია, რომელიც ბავშვებს ძალიან დაეხმარება ახალი სიტყვების შესწავლა-დამახსოვრებაში. ისინი პატარებს დაეხმარება გაიმდიდრონ ლექსიკა, გახდნენ უფრო საზრიანები და გაიფართოვონ წარმოსახვა - თითოეულ ეპიზოდს თავისი სასწავლო შედეგი გააჩნია.
ვისთვის არის გამიზნული Learning Time with Timmy?
ტიმისთან ერთად სწავლის დროა "Learning Time with Timmy" შემუშავებულია 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც ინგლისურს დამატებით ენად სწავლობენ. 2-დან 6 წლამდე ინგლისური ენის სწავლება ბავშვისთვის მას საშუალებას აძლევს:
- სრულიად ბუნებრივად ისწავლოს ინგლისური ენა
- ისწავლოს ინგლისური იმ ასაკში, როცა წარმოთქმის დახვეწა სრულყოფილად არის შესაძლებელი
- გაიუმჯობესოს ენობრივი კომპეტენციები და შეიძინოს თავდაჯერებულობა.
ტიმისთან ერთად სწავლის დროა "Learning Time with Timmy" ასევე მოიცავს სასწავლო აპლიკაციას და უფასო ონლაინ კურსს მშობლებისა და მასწავლებლებისთვის..