პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი ასევე გულისხმობს გაზარდოს ურთიერთგაგება, ტოლერანტობა, კეთილგანწყობა, დიალოგი და გენდერული თანასწორობის შეგნება საზოგადოებაში
საქართველიში 2018/2019 წელს ინგლისური ენის ორი ახალი კლუბი გაიხსნა კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრებში რუხსა და ტყვიავში.
პროგრამა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია.