საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.    

მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:

  • სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია 
  • სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის „თრინითის“ კოლეჯის პროგრამა CertTESOL
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება  

ხათუნა დარბაიძე

ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლება beginner დონეზე ძალიან ეფექტური პროცესია...

ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლება დამწყების / Beginner დონეზე ძალიან ეფექტურია, ვინაიდან ყოველი გაკვეთილის შემდგომ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას დაუყოვნებლივ, რეალურ ყოფით თუ პროფესიულ გარემოში იყენებენ.“

ხათუნას სხვადასხვა პროფესიული კვალიფიკაცია აქვს, მათ შორის უმაღლესი განათლება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების (CELTA) სერთიფიკატი. 

მას ასევე აქვს მოზარდთა სწავლების სერთიფიკატი, ბიზნესინგლისურის სწავლების სერთიფიკატი და გავლილი აქვს მასწავლებელთა უწყვეტი განვითარების (პოსტ-CELTA) ტრენინგ-კურსი CAM.