ვირტუალური გაკვეთილები იმ მეცადინეობების მსგავსია, რომელთაც ესწრებით ბრიტანეთის საბჭოში. თქვენ გაიუმჯობესებთ თქვენი საუბრისა და წერის უნარ-ჩვევებს მასწავლებელთან და სხვა სტუდენტებთან ერთად რეალურად და გექნებათ საშუალება იმუშაოთ როგორც ჯგუფში, ისე მეწყვილესთან ერთად. როგორც სხვა გაკვეთილებზე, რა თქმა უნდა, აქაც გექნებათ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ მოსმენისა და კითხვის უნარ-ჩვევები და მიიღოთ ახალი ცოდნა.
განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ გაკვეთილები ტარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. ეს არის მომხმარებელზე მორგებული, ონლაინ კონფერენციებისთვის განკუთვნილი პლატფორმა. ჩვენ ვიყენებთ ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრების ფართო ქსელის გამოცდილებას იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გავხადოთ რაც შეიძლება ეფექტური.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ჩვენი სტუდენტის გზამკვლევი ვირტუალურ საკლასო ოთახებისთვის (რომელსაც მოთხოვნისთანავე გამოგიგზავნით), სადაც მოცემულია თუ როგორ მოემზადოთ თქვენი პირველი ონლაინ გაკვეთილისთვის და როგორ გამოიყენოთ Zoom-ის პლატფორმა.
ვიმედოვნებთ, ისიამოვნებთ თქვენი ჯგუფის წევრებთან და ინგლისური ენის მასწავლებელთან სახლიდან შეხვედრის კომფორტული შესაძლებლობით.