ინფორმაციის განახლების თარიღი: 2020 წლის 25 აგვისტო

ამჟამად ბრიტანეთის საბჭოს სტუდენტი ვარ. როგორ დავრეგისტრირდე?

ამჟამად ბრიტანეთის საბჭოს სტუდენტი ვარ. როგორ დავრეგისტრირდე? თუ თქვენ ჩვენთან დარეგისტრირებულხართ ენის კურსზე, მეილზე ჩვენგან მიიღებთ მოწვევასა და სარეგისტრაციო ინსტრუქციებს.  შეგიძლიათ, გადაიხადოთ საბანკო გადარიცხვით.

როგორ დავრეგისტრირდე კურსზე პირველად?

თუ კურსზე პირველად დარეგისტრირება გსურთ, საჭიროა, გაიაროთ დონის დასადგენი ტესტი,  რომელიც საშუალებსა მოგვცემს, გირჩიოთ საუკეთესო კურსი თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. 2020 წლის 1 სექტემბრიდან ტესტირებები ჩატარდება ჩვენს ახალ სასწავლო ცენტრში, თბილისში, შევჩენკოს ქ. N1-ში.

ტესტის დასრულების შემდგომ ჩვენი თანამშრომელი თქვენთან ერთად განიხილავს შედეგებსა და თქვენს სასწავლო გზას, რათა აირჩიოთ კურსი, რომელიც თქვენს საჭიროებებს ერგება.

რა კურსებია ხელმისაწვდომი ზაფხულსა და ახალ აკადემიურ წელს, (2020/2021) რომელიც სექტემბერში იწყება?

რა უსაფრთხოების ზომებია დაცული საკლასო ოთახებსა და სასწავლო ცენტრებში?

თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტია. მთავრობის მითითებებსა და ბრიტანეთის საბჭოს სტანდარტებზე დაყრდნობით ჩვენი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის უზრუნველვყოფთ უსაფრთხო სასწავლო გარემოს. ჩვენი საკლასო ოთახები მოწყობილი იქნება მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით. უსაფრთხოების სხვა ზომები, რომლებიც დაცული იქნება, გახლავთ: ხელის სადეზინფექციო საშუალება, გაკვეთილების დაწყებას შორის გაზრდილი შუალედები. ჩვენ ასევე ყურადღებას მივაქცევთ, რომ ყველამ დაიცვას დადგენილი სოციალური დისტანცია.

ჩემი ან ჩემი შვილის პირისპირ კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში, რა მოხდება, თუ პანდემიის კიდევ ერთი ტალღა დაიწყება?

თუ ჩვენ სასწავლო ცენტრის დაკეტვა მოგვიწევს მთავრობის მითითებების შესაბამისად, გაკვეთილები გაგრძელდება ონლაინ. ონლაინ გაკვეთილები იქნება იმავე რაოდენობითა და ხანგრძლივობით, როგორც პირისპირ იქნებოდა.

ასევე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბავშვების ონლაინ გაკვეთილები ჩaტარდეს იმავე მასწავლებელთან, ჯგუფელებსა და დროს.

რა დაგვჭირდება, თუ გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლებს?

ყველა გაკვეთილი ჩატარდება ვიდეო კონფერენციით გაუმჯობესებული უსაფრთხოების ზომებით, ამიტომაც დაგჭირდებათ შემდეგი:

  • საუკეთესო გამოცდილებისთვის გირჩევთ ლეპტოპს, ტაბლეტს ან პერსონალურ კომპიუტერს დინამიკებითა და ვებკამერით. სანდო ინტერნეტ კავშირი
  • სანდო ინტერნეტ კავშირი (მაღალი ხარისხის wifi ან 4G ინტერნეტ კავშირი)

როგორ შეგვიძლია, დავუკავშირდეთ მომხმარებელთა მომსახურებას?

ამჟამად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მომსახურების გუნდს ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სოციალური ქსელის - ფეისბუქ მესენჯერში ან ტელეფონის ნომერზე 2250407 (ორშაბათი - პარასკევი, 10.00 - 20.00).  შემომავალი წერილების რაოდენობის გამო პასუხის დაგვიანების შემთხვევაში, წინასწარ გიხდით ბოდიშს. 

თუ თქვენს კითხვას არ გაეცა პასუხი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.