By British Council in Georgia

11 მარტი 2020 10:16

ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ზოგიერთი რეალური, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით და მე მოხარული ვიქნები ვიყო ამ ყოველივეს ნაწილი.

სეზონის პროგრამაში ახალგაზრდები თავიდანვე იკავებდნენ ცენტრალურ ადგილს, გვეუბნება ბაია კვიციანი, დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ახალგაზრდული ბორდის წევრი და ამავდროულად ბრენდის „დალოოდი“ გენერალური დირექტორი როცა საუბრობს იმაზე, თუ როგორ ჩაერთო და რას ნიშნავს სეზონი მისთვის.

ბაიამ  ხელოვნებისადმი დიდი ინტერესის გამო 2003 წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე დარწმუნდა, რომ ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით სამსახურის შოვნა ძალიან რთული იყო. ამავდროულად საქართველო პოსტსაბჭოთა ეპოქიდან ბიზნესის აწყობის თანამედროვე გზაზე დგამდა პირველ ნაბიჯებს. ამ ახალ რეალობაში, ინგლისური ენა, ბიზნესი და მენეჯერული უნარები უფრო მოთხოვნადი იყო ვიდრე ხელოვნება ან კრეატიულობა.  

სწორედ ამიტომ 2008 წელს ბაიამ ლონდონში დაასრულა წინასამაგისტრო  პროგრამა და შემდეგ ლონდონის ევროპული ბიზნეს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ დასთან ერთად დაიწყო ოჯახური ბიზნესი და რამდენიმე წარმატებული პროექტიც განახორციელა. ბაიამ მოახერხა „დალოოდი“ წმინდა ენთუზიაზმზე აგებული ბრენდიდან გადაექცია კარგად აწყობილ, გუნდურ პრინციპზე ორიენტირებულ, ჩამოყალიბებული მისიის მქონე მომგებიან საერთაშორისო კომპანიად.

ბაიას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა გამხდარიყო დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ახალგაზრდული ბორდის წევრი: „ ბრიტანეთის საბჭო საქართველოს და მთელს რეგიონს თავაზობს მთელ რიგ კულტურულ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რომელთა გამოც ყოველთვის მადლიერები ვიქნებით. დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონს ანლოგიური მიზანი აქვს - იგი არის ერთგვარი ზეიმი ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის -  კულტურის სფეროში ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საშუალებით. მე, როგორც ქართველი, რომელსაც ხელოვნების და ბიზნესის სფეროებში განათლება აქვს მიღებული და მრავალი წელი გაუტარებია ბრიტანეთში, დარწმუნებული ვიყავი, რომ მქონდა ის გამოცდილება და განათლება, რომელიც პროგრამას გამოადგებოდა. კიდევ ერთი მიზეზი იყო სეზონის ფარგლებში ინკლუზიური ხელოვნების შესწავლა და პოპულარიზაცია, ხელშეწყობა, არსებული პრობლემების, გამოწვევების გამოვლენა და მათი გადაჭრის რეალური გზების ძიება. მე მჯერა, რომ ქართველი ახალგაზრდების ჩართვა და ინფორმაციის გავრცელება უმნიშვნელოვანესია ქართულ კულტურასა და განათლებაში პოზიტიური ცვლილების განსახორციელებლად“.

შედეგად, ბაიამ გადაწყვიტა ბიზნესს დროებით ჩამოშორებოდა და უფრო აქტიურად ჩართულიყო თბილისის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში. „ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ეს გადაწყვეტილება სეზონით არის ნაკარნახები. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ზოგიერთი ხელშესახები/რეალური, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით და მე მოხარული ვიქნები ვიყო ამ ყოველივეს ნაწილი“.

მოკლედ ახალგაზრდული ბორდის და პროგრამის შესახებ

დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის  ახალგაზრდული ბორდი წარმოადგენს 10 წარმატებული ახალგაზრდისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომელთაც აინტერესებთ ხელოვნება და ბრიტანულ-ქართული ურთიერთობები. ისინი გვეხმარებოდნენ პროგრამის ეფექტურად განხორციელებაში. მათი  დახმარებით პროგრამის ღონისძიებები და აქტივობები მორგებული იყო ახალგაზრდების მოთხოვნებსა და ინტერესებზე და ორიენტირებული იყო ახალგაზრდებზე. 

ბრიტანული სეზონი საქართველოში ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრობის ნიშნად 2019 წლის შემოდგომაზე განხორციელდა. სეზონის ფარგლებში 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ანუ სამი თვის განმავლობაში ჩატარდა 60-ზე მეტი ღონისძიება    როგორც თბილისში, ბათუმში და ქუთაისში, ისე სხვა რეგიონებში  მთელი საქართველოს მასშტაბით.