By British Council in Georgia

05 თებერვალი 2020 13:24

აკა მორჩილაძე, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მწერალი დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში საუბრობს ბრიტანეთზე და ლონდონზე. ის გვიზიარებს საკუთარ შეხედულებებს ბრიტანეთის კულტურაზე, ხალხზე, და პაბების ისტორიაზე. 

"ყველაზე დასანანი რა არი იცით? რო ლონდონში ცოტა ხანს იყავი. რამდენი წელიც არ უნდა იყო, იქ იყავი ცოტა ხანს. იმიტო რო თითქოს ცხოვრობ იქ ხუთი წელი და უცებ აღმოჩნდები რაღაც ადგილას რომელიც ძალიან საინტერესოა, უცხოა, მოულოდნელია" - ამბობს აკა ინტერვიუში, რომელიც თბილისში ჩავიწერეთ სპეცილურად  იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მისი ცხოვრება და შემოქმედება აინტერესებთ.

პროგრამის შესახებ:

ბრიტანული სეზონი საქართველოში ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრობის ნიშნად 2019 წლის შემოდგომაზე განხორციელდა. სეზონის ფარგლებში 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ანუ სამი თვის განმავლობაში ჩატარდა 60-ზე მეტი ღონისძიება როგორც თბილისში, ბათუმში და ქუთაისში, ისე სხვა რეგიონებში  მთელი საქართველოს მასშტაბით.