თუ თქვენი შვილი დაწყებითი კლასების მოსწავლეა და ეძებთ გზებს აუმაღლოთ მოტივაცია და დაეხმაროთ ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში, შესაძლოა მათთან ერთად წიგნების კითხვა სწორედ საჭირო მიდგომა იყოს. ყველა ბავშვს მოსწონს კარგი მოთხორობა. ამ ფაქტს შეუძლია დაეხმაროს აირჩიონ ახალი სიტყვები და ფრაზები, როდესაც სწავლობენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს, განსაკუთრებით თუ თქვენ იქ ხართ რომ გაუძღვეთ.
ვნახოთ, რა სარგებელი აქვთ და რა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან მშობლები, როდესაც უკითხავენ მოთხრობებს ინგლისურ ენაზე თავიანთ შვილებს. შემდეგ ჩვენ მოვიძიებთ რამდენიმე რჩეულ მოთხრობას წასაკითხად!
ინგლისურის მოთხრობების საშუალებით შესწავლის უპირატესობები
მოთხრობები სახალისოა და სავსეა საინტერესო ენობრივი მასალით, ადვილად ითრევს სწავლის პროცესში და რაც მთავარია, დასამახსოვრებელია. აქვე გთავაზომთ რამდენიმე ძირითად უპირატესობას:
- მოთხრობის პერსონაჟები, მოქმედების ადგილები და სიუჟეტი ბავშვებს ეხმარება, გაიცნონ სამყარო მათ ირგვლივ, უღვივებს ფანტაზიას და ცნობისმოყვარეობას — ‘I wonder what will happen next?’
- სიტყვების გრძელი სიებიდან სწავლა მოსაწყენი და რთულია. მოთხრობებში კი არიან პერსონაჟები და არის მოქმედება, რაც ჩვენს ემოციებს უკავშირდება. როდესაც ახალი სიტყვები ჩნდება, ისინი ნაცნობ და გასაგებ კონტექსტშია. ბავშვებიც და ზრდასრულებიც უფრო ადვილად სწავლობენ ამ სიტყვებს, რადგან ისინი ასოცირდება მათ მნიშვნელობებთან (ზოგიერთ შემთხვევაში, მათ ილუსტრაციებთან).
- რითმები მოთხრობაში ეხმარება ბავშვებს, ისწავლონ ამ რთული ინგლისური სიტყვების გამოთქმა და მართლწერა ხალისიანი და გასართობი მეთოდით. ასევე, ისინი აადვილებს სიტყვების დამახსოვრებას, რადგანაც ეხმარება ბავშვებს სიტყვების გახსენებაში მათი ჟღერადობით.
- მოთხრობის მრავალჯერ მოსმენა და წაკითხვა ეხმარება ბავშვებს, უფრო ბუნებრივად აითვისონ წინადადების სტრუქტურები. როდესაც მოგვიანებით გრამატიკის სწავლას დაიწყებენ, მათ უკეთესი საფუძველი ექნებათ.
- მოთხრობები განსაკუთრებულად არის შედგენილი სტრუქტურულად, ისინი შეიცავს გზავნილს, იყენებს აღწერილობით ენას და დიალოგს. მათში არის კარგი საუბრის 'ასაგები' უმნიშვნელოვანესი "აგურები". ბავშვები სწავლობენ სიუჟეტური ხაზის მიყოლას და თავიანთი აზრების დაწყობას კითხვის, მოსმენის და საკუთარი ამბების მოყოლით.
ბავშვებთან ერთად ინგლისურ ენაზე მოთხრობების კითხვის გამოწვევები
მშობლები ზოგჯერ ღელავენ ბავშვებისთვის ინგლისურად კითხვასთან დაკავშირებით. შეიძლება ღელავთ რთული ლექსიკის, გამოთქმის ან შესაფერისი მოთხრობის მოძებნის გამო. გადავხედოთ ამ გამოწვევებიდან ზოგიერთს და ვნახოთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მათთან გასამკლავებლად.
როდის უნდა წავიკითხო მოთხრობები შვილებთან ერთად?
როცა საქმე ეხება ძილის წინ თუ კომფორტულ სავარძელში მოთხრობის კითხვას, კარგი იქნება თუ შეიმუშავებთ მოთხრობის კითხვის რეგულარულ რეჟიმს. ამით ბავშვებს ექნებათ რაღაც, რასაც მოუთმენლად დაელოდებიან. ამავდროულად, თქვენი შვილები ინგლისურ ენაზე კითხვას კარგ ან სასიამოვნო აქტივობად ჩათვლიან.
მოთხრობის წაკითხვის რეჟიმი რთული არ უნდა იყოს. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული დრო დედასთან, მამასთან, ბებიასთან ან სხვასთან ერთად, რომელსაც ბავშვი მოუთმენლად ელოდება.
თუ ინგლისური კარგად არ იცით, მაშინ?
თუ თქვენთვის ინგლისურად მოთხრობის ხმამაღლა წაკითხვა ბავშვისთვის ძნელი და სტრესულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრი საბავშვო მოთხრობის აუდიო ან ონლაინ ვერსია. ბრიტანეთის საბჭოს LearnEnglish Kids აქვს მოთხრობების დიდი კოლექცია, რომლის მოსმენა და იმავდროულად წაკითხვაც შეუძლია თქვენს შვილს.
თუ მოთხრობის ერთად მოსმენას აირჩევთ, ამის გაკეთება თითქმის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ — ძილის წინ, მანქანაში სკოლისკენ გზად ან პარკშიც კი.
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ვერ გებულობს მოთხრობას?
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ასაკისა და კითხვის დონის შესაბამისი მოთხრობის არჩევა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ მათ იციან თუ არა თითოეული სიტყვა. სინამდვილეში, კარგიც კი არის, თუ ენა მცირე სირთულეების შემცველია. სიტყვის მნიშვნელობის მიხვედრა კონტექსტიდან წაკითხულის გაგების მნიშვნელოვანი უნარია — და ახალი სიტყვების სწავლის კარგი მეთოდი.
უფრო მცირეწლოვანი ბავშვებთან სურათებიც გამოგადგებათ. ეს ფაქტი ეხმარება ბავშვს, მიხვდეს, რა ხდება მოთხრობაში.
აგრეთვე, ბავშვებს შეუძლიათ, ისიამოვნონ მოთხრობით, უბრალოდ, მისი ჟღერადობიდან გამომდინარე, თითოეული სიტყვის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილების გარეშე. ბევრი საბავშვო მოთხრობა, უბრალოდ, სასაცილო რითმების თქმის, ენის გასატეხი ფრაზებით გართობისა და ინგლისურის სასაცილო ბგერების წარმოთქმის კარგი მიზეზია — და ასეთი მრავალია!
როგორ ავირჩიო სწორი ამბავი?
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, იპოვოთ მოთხრობა, რომელიც ასაკისა და ენის ცოდნის დონის შეესაბამება. თქვენ ასევე უნდა აირჩიოთ მარტივი ამბავი მიმზიდველი ილუსტრაციებით, თქვენი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენი რჩეული მოკლე მოთხრობები ბავშვებისთვის
დასაწყისისთვის გთავაბობთ რამდენიმე რჩეულ საბავშვო მოთხრობას, რომლებიც დაწყებითი კლასების ყველა ასაკის მოსწავლეს გამოადგება.
1. There was an old lady who swallowed a fly
ეს ტრადიციული ზღაპარი არის მოხუცი ქალის შესახებ, რომელმაც შემთხვევით გადაყლაპა ბუზი და გააგრძელა სხვა ცხოველების შეჭმა, რათა მათ ბუზი დაუჭირონ. ბოლოს მან მთელი ცხენი შეჭამა. ის ცხოველების ლექსიკისა და გარითმული სიტყვების შესწავლის სახალისო საშუალებაა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შექმნილ დასამახსოვრებელ სიმღერასთან ერთად.
2. Goldilocks and the three bears
ეს კლასიკური ზღაპარი ძალიან ბევრ ბავშვს მოსწონს. მასში ბევრი ფრაზა მეორდება, ამიტომ ბავშვებისთვის ადვილია ენის გაცნობა. თუ მათ არ მოსწონთ ცელქი ოქროსკულულა, რომელიც ხალხის სახლებში იპარება, მოეწონებათ, როდესაც ნახავენ, ბოლოს როგორ დაფრთხება.
3. The great race
შესაძლოა თქვენს შვილს წარმოდგენო ჰქონდეს ჩინურ ზოდიაქოზე. ამ მოთხრობის წაკითხვა იმპერატორ იუ-დის შესახებ დაგეხმარებათ, აუხსნათ მათ კალენდრის თანმიმდევრობა. შეგიძლიათ მოუყვეთ მათ წლის შესახებ, რომელია მათი ზოდიაქოს ნიშანი და რას ნიშნავს ეს. ასევე კარგია თუ ცხოველებს მივბაძავთ რა ხმებსაც გამოსცემენ, ცხადია ინგლისურად.
4. A dog’s life
ასწავლეთ ბავშვებს უსაფრთხოების შესახებ ამ სახალისო მოთხრობით, სადაც ძაღლის პოზიციაა გამოხატული. დინო გიყვებათ, რა გააკეთა წინა კვირაში მეზობლად ბავშვების დასაცავად. შეგიძლიათ, წააქეზოთ ბავშვები, გამოსცენ ძაღლის ყეფა-ღრენა და ჰკითხოთ მათ უსაფრთხოების რჩევები.
5. The princess and the dragon
მოთხრობები შეიძლება იყოს შესანიშნავი საშუალება, დაეხმაროთ ბავშვებს ზედსართავი სახელების სწავლაში და ეს მოთხრობა სავსეა ზედსართავი სახელებით. შეგიძლიათ, შექმნათ მიმები ზედსართავებისთვის: ‘scary’, ‘high’ და ‘angry’. რაც ყველაზე კარგია, დასასრული დრაკონების შესახებ ტიპური მოთხრობებისგან განსხვავებულია და ბავშვებს შეიძლება მოეწონოთ სიურპრიზი.
აღმოაჩინეთ მეტი არაჩვეულებრივი მოკლე მოთხრობა თქვენი შვილებისთვის
როდესაც თქვენს შვილებს წაახალისებთ, რომ კითხვით სიამოვნება მიიღონ, თქვენ ხსნით მათ სამყაროს. არსებობს ათასობით არაჩვეულებრივი ინგლისური მოკლე მოთხრობა, რათა მათ ისიამოვნონ.