გაიცანით ქეთი საბიაშვილი, ძალიან აქტიური და მონდომებული ფასილიტატორი (Teacher Activity Groups (TAGs)). იგი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და საუბრობს იმ სარგებლობაზე, რომელიც მას პროექტში “საგანმანათლებლო ჰაბები ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის” ჩართვამ მოუტანა და როგორ დაეხმარა ბრიტანეთის საბჭო პროფესიულ განვითარებაში.
შემთხვევით ვნახე ბრიტანეთის საბჭოს განცხადება ზაფხულში, რომლითაც მოვიხიბლე და გადავწყვიტე მიმეღო ეს როგორც ახალი გამოწვევა. შევავსე განაცხადის ფორმა და დავურთე სამოტივაციო წერილი. მოგვიანებით შემატყობინეს, რომ წარმატებით გავიარე შერჩევის პროცედურა და ერთ-ერთი მონაწილე გავხდი. თავდაპირველად გავიარე ფასილიტატორად გადამზადების კურსები, რომლის შედეგად დავიწყე ფასილიტაცია სხვადასხვა სკოლების პედაგოგებთან პროექტის “საგანმანათლებლო ჰაბები ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის” ფარგლებში, რაც დიდი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის.
გარდა ფასილიტაციისაა, პროექტი გულისხმობდა კემბრიჯის გამოცდისთვის TKT (Teaching Knowledge Test)) მომზადებას და გამოცდის ხარჯების სრულად დაფინანსებას. ძალიან გამიხარდა, რადგან პროექტი მაძლევდა შესაძლებლობას გავსულიყავი საერთაშორისო გამოცდაზე და მიმეღო კვალიფიკაცია, რომელიც პედაგოგებს ეხმარება წარმატებით ასწავლონ ინგლისური მათ, ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა. გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და სამივე მოდულში მაღალი შეფასება მივიღე.
რაც შეეხება უშუალოდ გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის აღმოჩნდა პირველი მოდული, რომელიც მოიაზრებს ლექსიკური და ფონოლოგიური ტერმინების ღრმა ცოდნას. აღსანიშნავია, რომ ეს გამოწვევა მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წარმატებით დავძლიე და გამოცდაზე ის ჩემთვის სირთულეს აღარ წარმოადგენდა. მადლობელი ვარ ბრიტანეთის საბჭოსი, რომელმაც მომცა შესანიშნავი შესაძლებლობა გავზრდილიყავი პროფესიულად როგორც პედაგოგი, ისე ფასილიტატორი.
პროგრამის შესახებ
საგანმანათლებლო ჰაბები ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის არის სამწლიანი პროგრამა და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
პროგრამის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში და მაშ შორის საქართცელოში ხელი შეუწყოს თანმიმდევრული, სტაბილური და წარმატებული საზოგადოებების ჩამოყალიბებას, მოქნილობისა და სხვადასხვა უნარის განვითარებით და ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფით.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ. იგი შემუშავებულია და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ, მისი პარტნიორების მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველ ქვეყანაში. პროგრამის ფარგლებში მოსწავლე გოგონებსა და ვაჟებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლონ და ჩაერთონ საგანმანათლებლო ჰაბებში..