By British Council Georgia

24 ოქტომბერი 2024 10:00

ბავშვებს შეიძლება უჭირდეთ იმ სიტყვების დამახსოვრება, რომლებიც ძალიან ადვილად ეჩვენებოდათ ენის გაკვეთილებზე. აი, რატომ არის კარგი, დავეხმაროთ, ისწავლონ ყველაზე მნიშვნელოვანი საბავშვო ლექსიკა. თუ დაეხმარებით სიტყვების მარაგის ჩამოყალიბებაში მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და მათ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ სალაპარაკოდ, ისინი უფრო მეტს მიიღებენ გაკვეთილებიდან. გააგრძელეთ კითხვა და აღმოაჩინეთ რამდენიმე შესანიშნავი ლექსიკური თამაში ბავშვებისთვის, რომელიც შეგიძლიათ სახლში სცადოთ.

როგორ გავხადოთ თემები საინტერესო

როდესაც გაქვთ ზმნების გრძელი სია, ბევრ ბავშვს გაუჭირდება მათი დამახსოვრება. ისინი მათთვის არაფერს ნიშნავს — ჯერჯერობით. აი, როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილებს ენასთან ასოციაციების ჩამოყალიბებაში და უფრო ადვილად დაიმახსოვრონ ის, რაც მათ სკოლაში ისწავლეს.

  • წაიკითხეთ მოთხრობა ან მოუყევით მხიარული ანეკდოტი ინგლისურად, იმ სიტყვების გამოყენებით, რომლებიც მათ უნდა ისწავლონ. შეგიძლიათ გააზვიადოთ ან ხაზგასმით აღვნიშნოთ ლექსიკა ან სთხოვოთ მათ გაიმეორონ. 
  • ითამაშეთ მეხსიერების თამაშები, მაგალითად, სთხოვეთ თქვენს შვილს, დააკავშიროს სურათები სიტყვებთან. ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე ბევრი ლექსიკური აქტივობაა, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ.
  • იმღერეთ სიმღერები, რომლებშიც დიდი რაოდენობით არის საკვანძო ლექსიკა. თქვენს შვილებს შეუძლიათ, გაიმეორონ სიტყვები ხალისით და გაიუმჯობესონ გამოთქმა. ძალიან ბევრი პოპულარული სიმღერაა LearnEnglish Kids-ზე, ასევე თქვენს შვილს შეუძლია მოუსმინოს ხალისიან რეპერს, MC Fluency-ს.

სცადეთ, ჩართოთ ეს ლექსიკური აქტივობები თქვენს რუტინაში. სიტყვების თამაშების თამაში, ათი წუთის განმავლობაში საშინაო დავალების შესრულებამდე, დაეხმარება ბავშვებს, უკეთ დაიმახსოვრონ სიტყვები, როდესაც სავარჯიშოების გაკეთებას დაიწყებენ.

ვთქვათ, თქვენი შვილები ჩვეულებრივ ასრულებენ საშინაო დავალებას სამზარეულოს მაგიდასთან. გამოიყენეთ ეს სივრცე რამდენიმე ლექსიკური თამაშისთვისაც. ტექნოლოგიის გამოყენება არ გჭირდებათ — ზოგჯერ ათწუთიანი თამაში Pelmanism ან Snap! დაეხმარება ბავშვებს ლექსიკის გადახედვაში სამუშაო დავალების დაწყებამდე.

და არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ საკუთარ სახელებთან შეიძლება გაკეთდეს. დაწყებითი სკოლის უფრო დიდი ასაკის მოსწავლეებს შეგიძლიათ გააკეთებინოთ შემდეგი შესატყვისები: აწმყოსა და წარსულის დროის ზმნები, შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ზედსართავები და ანტონიმები.

ინგლისური ენის ლექსიკის პერსონალიზება ბავშვებისთვის

ადამიანები უფრო იმახსოვრებენ იმ სიტყვებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ, თუ შეგიძლიათ, დაეხმაროთ ბავშვებს ენასთან ასოციაციების შექმნაში, ისინი უფრო სწრაფად ისწავლიან სიტყვებს.

მაგალითის მოსაყვანად, აქ არის რამდენიმე შეკითხვა, რომელიც შეგიძლიათ დაუსვათ ცხოველებთან დაკავშირებულ ლექსიკაზე:

  • What animals do you like?
  • Which animals did you see today?
  • What did they look like?
  • Were they real or imaginary?
  • What pets do your friends have?
  • Which animal is your favourite and why?

ინგლისური ლექსიკის საუკეთესო აპლიკაციები და აქტივობები ბავშვებისთვის

ნურც ტექნოლოგიას დავივიწყებთ! ბავშვების უმეტესობა საკმაოდ კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში, შესაბამისად, რატომაც არ უნდა ვისარგებლოთ ამით და მივცეთ უფლება მათ ყოველდღიურად ათი წუთის განმავლობაში ისარგებლონ ინგლისური აპლიკაციით?

  • LearnEnglish Kids: Playtime 
    არჩევანის საშუალება ბავშვებს გაართობს. მათ შეუძლიათ სცადონ რაიმე ახალი ან გაიმეორონ ერთ-ერთი საყვარელი თამაში. ამიტომ მათთვის კარგი იქნება, ჰქონდეთ აპი 500-ზე მეტი აქტივობით, როგორიცაა ბრიტანეთის საბჭოს Playtime.
  • Johnny Grammar's Word Challenge
    ბავშვებს შეუძლიათ იყვნენ კონკურენტუნარიანი, რაც ამ აპს სრულყოფილს ხდის ლექსიკის შესასწავლად. მათ შეუძლიათ, შეასრულონ ტესტები და მიიღონ ემბლემები, რომლებსაც ლიდერთა გლობალურ დაფაზე გააზიარებენ.
  • Speak and Spell
    მეგობრულ მონსტრებს პემს და სემს შეუძლიათ თქვენი შვილების დახმარება ნასწავლი სიტყვების წარმოთქმაში. თქვენს შვილებს შეუძლიათ ერთად იმღერონ და იცეკვონ, რათა დაეხმარონ მათ სიტყვების დამახსოვრებაში.
  • Word Games
    შეგიძლიათ სხვადასხვა თემებსა და თამაშებს შორის აირჩიოთ თქვენი შვილებისთვის საინტერესო და ავარჯიშოთ ისინი, მათი განწყობის შესაბამისად. აქ ყველაფერია ტანსაცმლიდან დაწყებული ძველ ეგვიპტემდე.
  • Studycat
    ეს აპი არის ვიდეოთამაში, რომელშიც ბავშვები თამაშობენ თამაშებს და გადიან სხვადასხვა ეტაპებს სიტყვების სწავლისას. აქ არის უამრავი საყვარელი პერსონაჟი, რომელიც თქვენს შვილებს შეუყვარდებათ.
  • Quizlet
    თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ ბავშვები, გამოავლინონ თავიანთი IT უნარები და შექმნან  ლექსიკის ციფრული ბარათები. გირჩევთ ამობეჭდოთ თქვენი შვილის მიერ შექმნილი ფლეშ ბარათები და გამოიყენოთ ისინი მეხსიერების თამაშებში ეს ბავშვებს აძლევს განცდას, რომ საკუთარი სწავლის პროცესს თვითონ მართავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ბავშვებმა არ დახარჯონ ძალიან ბევრი დრო მოწყობილობებზე, თამაშის აპებს შეუძლიათ სწავლას ხალისი შემატონ და წაახალისონ ისინი გაიმეორონ ძირითადი ლექსიკა.

Sketchnoting (Скициране)

გსმენიათ sketchnoting? ეს სახალისო აქტივობაა, რომლითაც ბავშვებს შეუძლიათ სიტყვების სახალისო შემხსენებლების შექმნა

თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბავშვებისთვის  გამოსახულების დამახსოვრება უფრო ადვილია, ვიდრე სიტყვების. ასევე, ნახატების დახატვა ნიშნავს, რომ ისინი დიდ დროს დაუთმობენ სიტყვებზე კონცენტრირებას Sketchnoting საშუალება გეძლევათ ეს კარგად გამოიყენოთ. ერთი სიტყვით, თქვენს შვილს შეუძლია, დახატოს ნახატები და სიმბოლოები sსიტყვების წერისას.

შეგიძლიათ, წაახალისოთ, მოუსმინოს აუდიოწიგნებს და შექმნას sketchnoteძირითადი სიტყვების დასამახსოვრებლად. ან შეგიძლიათ, შესთავაზოთ გამოწვევა, შექმნას მოთხრობის ან პარკში გატარებული დღის გასახსენებელი ვიზუალური ამბავი და ა.შ., სურათებისა და სიტყვების გამოყენებით.

სპეციალური ინგლისური sketchnote ჟურნალის გამოყენება ბავშვებისთვის შესანიშნავი საშუალებაა ჩაწერონ მომენტები და მნიშვნელოვანი მოვლენები ყოველდღიური ცხოვრებიდან. sketchnoting-ის შესახებ უამრავი ვიდეო სახელმძღვანელო და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე.

ინგლისური ლექსიკის გამეორება ბავშვებისთვის

აუცილებელია, დაეხმაროთ ბავშვებს ლექსიკონური ცოდნის გამყარებაში გამეორების გზით.. მათ შეიძლება სურთ გააგრძელონ ახალ სიტყვებზე გადასვლა, მაგრამ დაივიწყებენ ძველებს, თუ მათ ხელახლა არ გამოიყენებენ. აქ მოცემულია ჩვენი რჩევები ბავშვებისთვის ინგლისურში სიტყვების გასამეორებლად.

ჩააწერინეთ თქვენს შვილებს როგორ წარმოთქვამენ სიტყვებს სხვადასხვა ხმით, როგორიცაა happy, sad and angry. შემდეგ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის მოსმენა.

აირჩიეთ კვირის სიტყვა და შეეცადეთ გამოიყენოთ ეს სიტყვა სახლში რაც შეიძლება ხშირად. თქვენ ქმნით თამაშს, რომელშიც უნდა იპოვოთ რაც შეიძლება ბევრი მიზეზი სიტყვების სათქმელად. ბრიტანეთის საბჭოს აქვს გვერდი word of the week, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი სიტყვა და უყუროთ ვიდეოს მის გასაცნობად.