By British Council in Georgia

06 July 2020 17:15

მადლიერი ვარ იმ ფასდაუდებელი დახმარების გამო, რასაც ბრიტანეთის საბჭო უწევს ინგლისური ენის პედაგოგებს, რამდენადაც ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე და მნიშვნელოვნად დაგვეხმარა სკოლებში სასწავლო გარემოს ტრანსფორმირებაში.

მაია ტყემალაზე, საჩხერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი გვიზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის საბჭოს პროექტებსა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობაზე.

28 წელზე მეტია რაც საჩხერის საჯარო სკოლაში ვასწავლი ინგლისურ ენას. მე ბევრი გამოწვევის წინაშე დავმდგარვარ ამ ხნის მანძილზე, მაგალითად მოძველებული სახელმძღვანელოები და სასწავლო რესურსების სიმწირე, პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ნაკლებობა. ამას გარდა, 1991 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მთელი ათი წლის განმავლობაში ჩემი სკოლა ურთულეს პირობებში აგრძნელებდა მუშაობას შენობის ნაცვლად წითელ ვაგონებში, რაც სწავლა-სწავლებას კიდევ უფრო ართულებდა.

ჩემს რეგიონში ინგლისური ენის პედაგებების დასახმარებლად, ბრიტანეთის საბჭომ შემოგვთავაზა პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები, მათ შორის უფასოდაც. სწორედ ამის გამო მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ისეთ ტრენინგებს, როგორებიცაა MLLT (More Learning Less Teaching), CiSELT (The Certificate in Secondary English Language Teaching), TOT (Training of Trainers), Soft CLIL (Content and Language Integrated Learning) და მრავალი სხვა.

შედეგად შეძენილმა ცოდნამ, სწავლების ახლებურმა მეთოდებმა ნამდვილად დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ჩემი მიდგომა ინგლისური ენა მესწავლებინა ინტერდისციპლინარული კურიკულუმის საშუალებით - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა უცხოური ენის სწავლა-სწავლებისას, რადგან ბუნებრივად გაუღვივა მოსწავლეებს მეტი ინტერესი აქტიურად ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში.

მე წილად მხვდა პატივი გამევლო მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფების ფასილიტაციის  სატრენინგო კურსი “Change Agent Training” და  გავმხდარიყავი ცვლილებების გამტარებელი ჩემს რეგიონში. ასევე მონაწილეობა მივიღე  ბრიტანეთის საბჭოს და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ „ინგლისური ენა თემისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაში.

ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „პროექტებზე დაფუძნებული სწავლების“ ფარგლებში ტრენერად შემარჩიეს. ტრენერობამ, მიღებულმა უკუკავშირმა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების საკუთარ საკლასო ოთახში გადატანამ ნათლად დამარწმუნა, რომ ეს მეთოდი ყველა სკოლაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული. იგი ჩვენს სტუდენტებს ეხმარება შეიძინონ 21-ე საუკუნის მოქალაქეებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა, თანამშრომლობა და ციფრული ტექნოლოგიის ფლობა. ეს უნარები  სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გადაჭრან რეალური, ცხოვრებისეული პრობლემები, გაიღრმავონ ცოდნა გლობალური და ადგილობრივი საკითხებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებს უკავშირდება.

კოვიდ-19 პანდემიისგან გამოწვეული ვითარების გამო კი რეალურად ჩვენ სწორედ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებულ ონლაინ რესურსებს ვიყენებთ იმისთავის, რომ ონლაინ სწავლა-სწავლება უფრო საინტერესო და სახალისო იყოს. მე მუდმივად ვსარგებლობ  იმ მასალებით, რომლებიც  ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდებზე მოზარდებისა და ბავშვებისთვის LearnEnglish Teens და LearnEnglish Kids არის განთავსებული. ეს ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია განსაკუთრებით  სკოლების დახურვის პირობებში.

ჩემი მოსწავლეების სიამოვნებით იყენებენ ფოტო და ვიდეო მასალას რომელთაც თან ახლავს დამატებითი სავარჯიშოები, ასევე ბრიტანული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ სტატიებს, ეს მათ საუბრის უნარების გაუმჯობესებაში ეხმარებათ.  პატარებისთვის განკუთვნილი რესურსები განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მათ ვასწავლოთ სიმღერებით, მოკლე მოთხრობებით, ანიმაციებით და რაღა თქმა უნდა თამაშებით, რომლებიც სწავლის პროცესს უფრო ხალისიანს და დასამახსოვრებელს ხდის. მე როგორც მასწავლებელს ეს აქტივობები მეხმარება არა მარტო ჩემს ძირითად საქმიანობაში სკოლაში, არამედ წარმატებით ჩავატარი საკლუბო აქტივობები საგანმანათლებლო ჰაბებში.

მადლიერი ვარ იმ ფასდაუდებელი დახმარების გამო, რასაც ბრიტანეთის საბჭო უწევს ინგლისური ენის პედაგოგებს, რამდენადაც ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე და მნიშვნელოვნად დაგვეხმარა სკოლებში სასწავლო გარემოს ტრანსფორმირებაში.