ანა მარტინოვა, ლალი მახარაძე და თინათინ ბურთიკაშვილი - სამი მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გვიზიარებს გამოცდილებას, თუ როგორ გაიუმჯობესეს სწავლების უნარი და აიმაღლეს ცოდნა საგანმანათლებლო ჰაბების პროგრამის მეშვეობით.
ანა მარტინოვა, დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივი ცენტრი
“საგანმანათლებლო ჰაბებმა” სრულიად შემცვალა, როგორც მასწავლებელი. დამანახა ინგლისურის სწავლების საკმაოდ განსხვავებული ხედვები და მიდგომები. შევძელი პროფესიონალურად განვითარება, სწავლების უნარების გაუმჯობესება და ცოდნის გამდიდრება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა გაკვეთილის დაგეგმვა, მოტივაცია, 21-ე საუკუნის უნარები და ა.შ., რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია ჩემი სამუშაოსათვის.
ჩემთვის ერთ-ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ვებსაიტებთან წვდომა, რომლებიდანაც მივიღე სასარგებლო ინფორმაცია. ამ ვებსაიტებზე მასალები გამოსადეგი და მრავალფეროვანია.
ამ პროექტის დახმარებით გავიცანი ახალი კოლეგები. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებასა და ცოდნას.
ჩვენს სესიებზე დეტალურად განვიხილავთ აქტივობებს კითხვისთვის, წერისთვის, საუბრისათვის და მოსმენისთვის. ეს აქტივობები განვახორციელე პრაქტიკაში და აღმოჩნდა წარმატებული. ასე რომ, ჩემი სწავლების უნარები უმჯობესდება.
როდესაც შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, კოლეგებს გავუზიარო ამ პროექტისგან მიღებული ცოდნა სესიებისა და დისკუსიების დროს.
ეს პროექტი მაძლევს ენთუზიასმსა და სტიმულს იმისათვის, რომ ჩავატარო საუკეთესო გაკვეთილები.
ლალი მახარაძე, ჩაქვის საზოგადოებრივი ცენტრი
ბრიტანეთის საბჭოს შესახებ პირველად გავიგე 2013 წელს, როდესაც დავესწარი ტრეინინგს „სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება“, ამ დროისათვის ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ორგანიზაციის გუნდის წევრი გავხდებოდი. ამის შემდგომ მოჰყვა ბრიტანეთის საბჭოს ბევრი სხვა ტრენინგი და კონფერენცია, მათ შორის: საქართველოს ინგლისურის მასწავლებელთა ასოციაციის მეთერთმეტე ეროვნული კონფერენცია „პროექტზე დაფუძნებული სწავლება“, „ინგლისური ჩართულობისთვის და დასაქმებისთვის“, „ინგლისური ენის სწავლების უნარები - დიალოგი, დებატები და მოლაპარაკებები“.
ასევე ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „მე მაქვს ოცნება“, რომელშიც ერთ-ერთი გავიდა მეორე ადგილზე. თუმცა, მე მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება, როდესაც მონაწილეობა მივიღე ტრეინინგ კურსში „აგენტები ცვლილებებისთვის“, 3 თვის განმავლობაში ჩავატარე ტრეინინგები მასწავლებლებისთვის, ჩემთვის ეს რთული იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. და ახლა სიამაყით ვწერ, რომ მოხარულივარ, რომ მონაწილეობას ვიღებ სხვა პროექტშიც: (საგანმანათლებლო ჰაბი), რადგანაც მე ვიცი, რომ ამ პროექტით კიდევ უფრო გავიღრმავებ პროფესიულ ცოდნას.
თინათინ ბურთიკაშვილი, წალკის საზოგადოებრივი ცენტრი
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში არის სწორედ ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს თავიანთ პროფესიულ განვითარებაში, მოტივაციის ამაღლებასა და ქვეყნის შორეულ ადგილებში მოსწავლეებში ზოგადი ინგლისური ენის სწავლაში.
მე ყოველთვის ვიყავი ენთუზიაზმით აღსავსე მასწავლებელი და ბრიტანეთის საბჭომ მომცა შესაძლებლობა, განმევითარებინა ჩემი სწავლების უნარები სხვადასხვა ტრენინგ კურსის მეშვეობით, TAG სესიებით და თავად ჩამეტარებინა ტრენინგები ადგილობრივი მასწავლებლებისთვის, როგორც ფასილიტატორს.
პროექტები, როგორებიცაა „ინგლისური ჩართულობასა და დასაქმებისათვის“ და „საგანმანათლებლო ჰაბები უფრო ძლიერი საზოგადოებისათვის“ სკოლის მოსწავლეებისათვის მაძლევენ მოტივაციას, ვიმუშაო უფრო მეტი და გავიუმჯობესო სწავლების უნარები ყოველდღიურად. ბრიტანეთის საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც შვიდი წლის განმავლობაში ვასწავლიდი და აძლევს მოსწავლეებს და მათ შორის, მეც მოტივაციას და შთაგონებას, რომ დავგეგმო თითოეული გაკვეთილი მოსწავლეების ინტერესებზე დაყრდნობით, გავერთოთ და სიამოვნება მივიღოთ სასწავლო პროცესისგან.