By British Council Georgia

24 ოქტომბერი 2024 15:15

საინტერესო აქტივობები და რჩევები თქვენი შვილის ინგლისური ენის უნარების განსავითარებლად სახლის პირობებში

სავსებით ნორმალურია გაფიქრებდეთ თქვენი შვილების ინგლისური ენის ცოდნის დონე. გსურთ დარწმუნებული იყოთ, რომ რასაც ისინი სწავლობენ, მათ უამრავ შესაძლებლობას მისცემს მომავლისთვის.

მშობლებს შეუძლიათ ბევრი რამ გააკეთონ შვილების სახლში დასახმარებლად. არსებობს მრავალი რესურსი და აქტივობა, რომელიც შეგვიძლია გავაცნოთ მათ ყოველდღიურად, რათა სწავლა ოჯახური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს.

გააგრძელეთ კითხვა და აღმოაჩინეთ ინგლისურის შესწავლის ყველაზე სახალისო გზები თქვენს შვილებთან ერთად.

Routines

საბავშვო დავალებები სავსეა კარგად აწყობილი აქტივობებით – რომელთაც მოყვება სპეციფიკური ფრაზები, რომლებსაც ვიყენებთ, როცა გვინდა, მათ დავალება მივცეთ. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ინგლისური ამ უამრავ დავალებას, რათა დავეხმაროთ მათ დაიმახსოვროთ ნასწავლი ენა.

მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ ბავშვებისთვის ხელების დაბანა, ვიდრე მოუსხდებიან მაგიდას ლანჩისთვის თუ სასადილოდ, შეიძლება უსიამოვნო ამოცანა იყოს. რატომ არ უნდა გადავაქციოთ ეს ამოცანა სიმღერად და წასახალისებელ საშუალებად, ამ რუტინული დაავალების კეთებისას?  ეს დაგეხმარებათ ასწავლოთ მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა ინგლისურად და უცრემოლოდ შეასრულონ დავალება.

Now it's time to wash our hands, wash our hands!
Now it's time to wash our hands and come to lunch!

იხილეთ რამდენიმე მსგავსი სიმღერა ბრიტანეთის საბჭოსგან თემაზე: brushing your teeth ან tidying up.

Rhymes and tongue twisters

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ინგლისურად გაიგონ, ასევე ისწავლონ სიტყვები და სასარგებლო ფრაზები. არაფერია საუბარში ვარჯიშზე უკეთესი, თანაც ინტენსიურად.

ჩვენ ყველანი ვიზრდებით ლექსებითა და სიმღერებით, რომლებიც გვეხმარება ვისწავლოთ ჩვენს მშობლიურ ენაში არსებული ცალკეული ბგერები, ინტონაცია და  დასმული მახვილი. ინგლისურ ენაზე ბევრი სიმღერის შესწავლით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს შვილებს გამოთქმის გაუმჯობესებაში.

რითმები და tongue twisters სახალისო და ადვილად დასამახსოვრებელი მეთოდია ამისათვის — და თუ ფიზიკურ აქტივობასაც შეიცავს, ეს ეხმარება ბავშვებს სიტყვების დამახსოვრებაში, რაც კიდევ უფრო კარგია. აქ არის რამდენიმე პოპულარული ენის გასატეხი, რომლებიც შეგიძლიათ სცადოთ თქვენს შვილებთან ერთად:

წაახალისეთ თქვენი შვილები, ჯერ ნელა დაიწყონ, შემდეგ კი უფრო სწრაფად და სწრაფად. შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს და დარწმუნდეთ, როგორ ჟღერს ენის გასატეხები.

ასევე არის სიმღერები, რომლებიც შეგიძლიათ ერთად იმღეროთ. ერთ-ერთი პოპულარული ლექსი, რომელიც ალბათ უკვე იცით, არის Pat-a-cake, რომელიც წარმოითქმება ტაშის დაკვრისას. ეს ასე სრულდება:

Pat-a-cake, pat-a-cake
Baker’s man
Bake me a cake as fast as you can
Pat it and prick it and mark it with ‘B’
Put it in the oven for Baby and me.

სიმღერისას ტაში უნდა დაუკრათ ტაში, პირველი ტაში დაუკარით თქვენივე ხელებით, შემდეგი ორი კი — ბავშვთან ერთად. თქვენს შვილებს მოეწონებათ ეს აქტივობა.

სიმღერაში pat-a-cake არის ბევრი /b/ და /p/ თანხმოვანი, რაც შეიძლება ძნელი იყოს ბევრი მოსწავლისთვის, მათ შორის, უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის. აგრეთვე, არის რითმა ‘bake’ და ‘cake’, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს, ისწავლონ უხმო ‘e’-ს წესი სიტყვის ბოლოში.

თამაშები და გამოწვევები

ინგლისური ფრაზების, რითმებისა და ენის გასატეხების შესასწავლად მრავალი სახალისო გზა არსებობს. აქ არის რამოდენიმე, რაც შეგიძლიათ სცადოთ.

  • ბევრ ბავშვს უყვარს დედის, მამის და მათი და-ძმების დამარცხება თამაშებსა და შეჯიბრებებში. რატომ არ უნდა გადააქციოთ ენისგასატეხი ყოველკვირეულ გამოწვევად სადილობისას და ამით დაეხმაროთ ბავშვებს გაუცნობიერებლად ივარჯიშონ ინგლისურ ენაში!
  • დაახატინეთ შვილებს ენისგასატეხი შესაბამისი ნახატები. "She sells sea shells" შესანიშნავია ამისთვის.
  • ჩაერთეთ შეჯიბრში და ნახეთ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ წარმოთქვათ ენის გასატეხები უშეცდომოდ.

ფლეშ ბარათები

შესაძლოა იფიქროთ, რომ ფლეშ ბარათების ამოსაბეჭდად და გამოსაჭრელად არ გცალით, მაგარამ ისინი ნამდვილად გამოდგება ძალიან ბევრი ისეთი აქტივობისთვის, რომელთა შესრულებაც ნამდვილად ღირს.

აი, ჩვენი რჩეული ორი თამაში ფლეშ ბარათებით.

მეხსიერების თამაში

  • გააკეთეთ ბარათების შეკვრა სურათების წყვილებით.
  • გაშალეთ ბარათები მაგიდაზე სახით ქვემოთ.
  • რიგრიგობით აიღეთ ორი ბარათი და ინგლისურად დაასახელეთ რასაც ხედავთ.
  • შეინახეთ ბარათები, თუ შეგიძლიათ დააწყვილოთ.
  • შეწყვიტეთ თამაში, როდესაც ბარათები გათავდება. მოგებულია ის, ვისაც ბოლოს ყველაზე მეტი ბარათი აღმოაჩნდება.

მთავარი რჩევა:
თქვენ შეგიძლიათ გაართულოთ დავალება სურათის/სიტყვის კომბინაციების გამოყენებით, რომლებიც თქვენმა შვილმა უნდა ამოიცნოს და მას ავარჯიშებს სიტყვების ამოკითხვაში.

Სამაგიდო თამაში

  • დააკარით ბარათები ფლეშ-ბარათების სხვადასხვა ნაკრებიდან მაგიდაზე, მაგალითად, ოთხი ცხოველი, ოთხი ამინდის ბარათი და ა.შ.
  • აიღეთ კამათელი და რამდენიმე მთვლელი.
  • წარმოთქვით რა წერია ბარათზე.
  • გამარჯვებული არის ის, ვინც პირველი მიაღწევს დაფის ბოლოს.
  • თქვენს შვილებს დააბრუნებინეთ ბარათები შესაბამის თემატურ , ნაკრებში.

მთავარი მინიშნება:

ბავშვის წინსვლასთან ერთად, შეგიძლიათ დაამატოთ ბარათები ინსტრუქციებით: ‘Miss a turn’, ‘Go back 2 spaces’ და ა.შ. ლექსიკაში ვარჯიშთან ერთად, ბავშვები ისწავლიან ფრაზებს თამაშების სათამაშოდ, როგორიცაა: ‘It’s my turn’, ‘You’re next’ და ‘Can I have the dice, please?’

შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ უამრავი მზა ფლეშ ბარათი ვებგვერდზე LearnEnglish Kids.

ინგლისურის შესწავლის სახალისო მეთოდები მოთხრობების გამოყენებით

მოთხრობები, ლექსები და სიმღერები არის ენის შესასწავლი შესანიშნავი რესურსი - და დაგეხმარებათ შექმნათ ადვილად ხელმისაწვდომი ფრაზების ბანკი, რომ თქვენი შვილები ისწავლონ და ივარჯიშონ.

'What's the time, Mr Wolf?' თამაშია, რომლითაც ბავშვები ისწავლიან, იკითხონ, რა დროა და შეიტყობენ, როგორ შეიძლება სულ სხვადასხვანაირად ილაპარაკონ თავიანთი რუტინის შესახებ. შეგიძლიათ ამბის შესაბამისი წარმოდგენა მოაწყოთ და შეკითხვები დაასმევინოთ თქვენს შვილებს, თქვენ კი პასუხები გასცეთ მგლის ხმით.

ნახეთ უამრავი სხვა ისტორია ბავშვებისთვის ვიდეოებითა და აქტივობებით.

English treasure box (Кутия със съкровища на английски)

ძალიან შედეგიანი იქნება მთელი ამ მოთხრობების წიგნების, ფლეშ-ბარათებისა და თამაშების შეგროვება და ინგლისური ენის სპეციალურ ზარდახშაში შენახვა. როდესაც ბავშვები თავდაჯერებულობას შეიძენენ, მათ დამოუკიდებლად თამაშიც მოუნდებათ.

ნივთების ერთ სპეციალურ ადგილას მოთავსება მათ წაახალისებს სპონტანურად ითამაშონ ინგლისური ენის იმ ცოდნის გამოყენებით, რომელიც მათ თქვენთან და კლასში შეიძინეს. გაგიკვირდებათ, რამდენს სწავლობენ ისინი ამ აქტივობებისგან.

დასკვნითი მოსაზრებები

ეჭვგარეშეა, რომ ცოტაოდენი დროის დათმობა რამდენიმე დავალებისა და თამაშისთვის სახლში დიდ შედეგს გამოიღებს და გაზრდის თქვენი შვილების თავდაჯერებულობას და გააძლიერებს მათი ინგლისური ენის უნარებს. არც ახალი სიტყვების სწავლა უნდა იყოს მოსაწყენი. ენის შესწავლის მრავალი სახალისო მეთოდი არსებობს, ამიტომ აუცილებლად იპოვით ისეთს, რომლითაც მთელი ოჯახი ისიამოვნებს.