By British Council Georgia

22 ოქტომბერი 2024 11:48

გააუმჯობესეთ ბავშვის ინგლისური სახალისო და გემრიელი რეცეპტების გაცნობით

ბავშვებს უყვართ არეულ-დარეულობა და გემრიელი სასუსნავიც, ამიტომ, რატომაც არ უნდა შეათავსოთ ეს ორი რამ და ისწავლოთ ინგლისური მზარეულობასთან ერთად? ბევრ ჩვენგანს სიამოვნებს ბავშვებთან ერთად კულინარიული პროგრამების ყურება, ამიტომ ინგლისურის შესწავლისას კულინარიის ჩართვა შესანიშნავი გზაა ერთდროულად  შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობების განსახორციელებლად.

დროა შემოიტანოთ თქვენი საკუთარი Master Chef Junior კონკურსი ინგლისურ ენაზე თქვენს სახლში. Აი როგორ!

მოამზადეთ თქვენი კულინარიული კლასი

ნებისმიერმა კარგმა შეფ-მზარეულმა იცის, კულინარია ხელოვნებაა — ისევე, როგორც ინგლისურის შესწავლა. სანამ დაიწყებთ, თადარიგი დაიჭირეთ, რომ პროცესი ეფექტურია და საუკეთესო შედეგებს მომტანი იყოს.

1. გაითვალისწინეთ, პროცესი ხანმოკლე და მარტივი უნდა იყოს.

ზედმეტად ნურც თავს გადაიტვირთავთ  და ნურც თქვენს პატარას, სამკერძიანი მენიუს მომზადებით. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რისი მომზადება სურს. შემდეგ განიხილეთ საჭიროინგრედიენტები და დრო, ასევე გაქვთ თუ არა შესაბამისი ტექნიკა მის დასამზადებლად. გაითვალისწინეთ, რომ ინგლისურშიც გინდათ ივარჯიშონ, ამიტომ რეცეპტის სირთულე ბავშვის ენის დონეს უნდა შეესაბამებოდეს.

2. შეამოწმეთ თქვენი სამზარეულოს ნაკრები. 

დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველა მცირე ინგრედიენტი და ინვენტარი, რომელიც საჭიროა თქვენი შედევრის მოსამზადებლად. მზადების პროცესში გამოიყენეთ წებოვანი სანიშნეები თითოეული პროდუქტისთვის, მაგალითად, ‘bowl’, ‘spoon’, ‘sieve’. აგრეთვე, შეგიძლიათ გააკეთოთ მზარეულის ქუდი და წინსაფარი, რომ თქვენ და თქვენი პატარა მზარეული მართლაც მზარეულებად გამოიყურებოდეთ და ტანსაცმლის თანამედროვე ლექსიკაც ისწავლოთ.

3. დაწერეთ ინგრედიენტების სია. 

ერთად ჩამოწერეთ ინგლისურად რეცეპტში შემავალი საჭირო ინგრედიენტების სია, სწორედ ამ დროს არის შესაძლებელი ბავშვმა ახალი სიტყვები შეიწავლოს, უკვე მიღებული ცოდნა გამოიყენოს და ივარჯიშოს თითოეული ინგრედიენტის რაოდენობის პრაქტიკაში გამოსაყენებლად ასევე, ტერმინები: ‘tablespoon’, ‘teaspoon’ და ‘cups’ აქვე შეგიძლიათ დაამატოთ.

4. დააზუსტეთ ინსტრუქციები ინგლისურად.

დაწყებამდე, კარგი იქნება თუ კულინარიულ ტერმინებში ივარჯიშებთ ბავშვებთან ერთად, რომ შეძლოთ ინგლისურის გამოყენება მთელი აქტივობის განმავლობაში. გამოსადეგია სიტყვების შემდეგი წყება: ‘first’, ‘next’ და ‘then’ ასევე, ზმნები: ‘mix’, ‘add’ და ‘pour’. ზმნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები კარგად სწავლობენ კონტექსტში, ამიტომ ისინი სიტყვას დააკავშირებენ იმ მოქმედებასთან, რომელსაც აკეთებენ.

მიესალმეთ დამხმარე ხის კოვზს

სავალდებულო არაა სამზარეულოში მხოლოდ თქვენ და თქვენი პატარები იყოთ – wooden spoon helper (მხოლოდ ისინი ვინც ინგლისურად საუბრობენ) შეიძლება თქვენი კულინარიულ თავგადასავალში დაგეხმაროთ.

ეს ინტერაქტიული დამხმარე შეიძლება იყოს „მასწავლებელი“ ამ პროცესში და გაუადვილოს ბავშვებს ლაპარაკი და მოსმენა ინგლისურად (განსაკუთრებით, თუ ისინი, ჩვეულებრივ, სხვა ენაზე გელაპარაკებიან).

The wooden spoon helper შეიძლება ჩაიცვათ, დაირქვათ სახელები და ისე ისაუბროთ, როგორც თქვენ და ბავშვებს გინდათ. შეგიძლიათ დამხმარეს სრულფასოვანი პიროვნულობა მიანიჭოთ — მაგალითად, კოვზი შეიძლება იყოს გაცვლითი პროგრამის სტუდენტი, რომელიც სწავლობს კულინარიულ სასწავლებელში და სტუმრობს სხვადასხვა სახლს, რათა თავისი უნარები ახალგაზრდა მზარეულებს გაუზიაროს.

კოვზის დამხმარეს შეუძლია მითითებები მისცეს, დაუსვას ბავშვებს კითხვები და შეასწოროს გრამატიკული ან გამოთქმის შეცდომები ინგლისურად რეალურ დროში.

შექმენით სადღესასწაულო კერძები

საჭმლის მომზადებით შეგიძლიათ საზეიმოდ აღნიშნოთ აღდგომა, ჰელოუინი, შობა, ვალენტინობა ან ვინმეს დაბადების დღე, ასევე, უამრავი სხვა რამ. 

კულინარიისთვის საზეიმო დატვირთვის მინიჭებით ბავშვები შეძლებენ, გამოავლინონ თავიანთი ინგლისურის ცოდნა, რომელიც სხვა კონტექსტში მიიღეს (მაგ., წარმოთქვან ‘Happy Birthday’ ან ‘Merry Christmas’) და თავიანთი სამსახიობო მხარეც გამოამჟღავნონ.

Eats Amazing გთავაზობთ საჭმლის მზადების იდეების ფართო არჩევანს ზაფხულისთვის, მათ შორის, ჭიამაია-მაკარონებსა და ხილის ცისარტყელა-სალათს. ამ დროს, Bake Play Smile გთავაზობთ მოსამზადებელი კერძების სიას დეკემბრისთვის. რა მომენტიც არ უნდა შეარჩიოთ კულინარიისთვის, არ დაგავიწყდეთ ინგლისურის ინტეგრირება პროცესში და ბავშვებისთვის ხშირად გამოყენებული გამონათქვამების ხალისით გაზიარება.

გაიარეთ კერძების გასტრონომიული მსოფლიო ტური

მიუხედავად იმისა, რა რეცეპტით ხელმძღვანელობთ, ეცადეთ, გადმოიღოთ ინგრედიენტები ან საჭმლის მზადების სტილი მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოდან. შეიძლება მოსამზადებელი კერძისთვის თემაც შეარჩიოთ, რათა ბავშვებმა კერძების მეტი სახეობის შესახებ შეიტყონ და მეტი ინგლისური სიტყვა ისწავლონ.

მაგალითად, შეგიძლიათ, აირჩიოთ კერძების მომზადება საფრანგეთიდან, ან პატარა კექსების მომზადება ფრანგულ სტილში. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ, მოამზადოთ სუში ან სცადოთ აზიური ფუჟენის კერძი, რომელიც იაპონური სამზარეულოს ელემენტებს შეიტანს იმ კერძებში, რომლებიც ბავშვებისთვის უფრო ნაცნობია.

მრავალფეროვანი კერძები და მზადების სტილი არა მარტო სხვადასხვა სფეროს ინგლისურს გააცნობს ბავშვებს, არამედ ახალი და განსხვავებული კერძების გასინჯვის შესაძლებლობასაც მისცემს.

გადახედეთ ბავშვებთან ერთად მოსამზადებელ ამ რეცეპტებს ინგლისურად, ვებგვერდიდან BBC Good Food შთაგონების მისაღებად.

სანამ კერძის მომზადებას ელოდებით, გაეცანით სამუშაო ფურცლებს

კერძის მომზადების, გაგრილების ან მირთმევისთვის ლოდინი ყოველთვის ძნელია. მაგრამ ეს შეიძლება სწავლის შესაძლებლობას გთავაზობდეთ! ამობეჭდეთ სამუშაო ფურცელი, როგორიცაა: პიცის სამუშაო ფურცელი, ან შექმენით საკუთარი, რომელშიც შეიტანთ დავალებებს, მაგ., სთხოვეთ ბავშვებს, მიუსადაგონ ინგლისური სიტყვები მზადების პროცესის სურათებს და განმარტონ სხვადასხვა კულინარიული ტერმინი.

ბავშვებს შეუძლიათ, თანმიმდევრულად დაალაგონ ახლახან გავლილი მზადების ეტაპები — ეს ეხმარებათ ინგლისურის დაკავშირებაში მზადების პროცესთან და უფრო კარგად დაამახსოვრებინებს ინგლისურ სიტყვებს. სამუშაო ფურცლის ბოლოში მათ შეუძლიათ, საკუთარი თავდაუზოგავი შრომის შედეგის დააგემოვნების შემდეგ დახატონ, კერძი, დაწერონ მოკლე აღწერილობა, როგორ გამოიყურება და როგორი გემო აქვს.

ინგლისური რეცეპტის აქტივობები სამზარეულოს გარეთ

ინგლისურისა და კულინარის შესწავლა არ უნდა მოაქციოთ მხოლოდ სახლის კედლებში. შემდეგ ჯერზე, როცა სუპერმარკეტში იქნებით, დაგეგმეთ თქვენს შვილებთან ერთად კერძი - ეს შეიძლება იყოს ნამდვილი ან გამოგონილი - და სთხოვეთ მათ, ინგლისურად დაასახელონ ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები როცა დაინახავენ. შეგიძლიათ, გაიაროთ სამზარეულოს ნივთების სექციაში და სთხოვოთ ბავშვებს, გაჩვენონ ნივთები, რომლებიც დასჭირდებოდათ მოამზადონ ‘mix’, ‘knead’, ‘grate’, ‘cut’ და ‘complete’ კერძი.

ეს აქტივობა შესანიშნავია ბავშვებისთვის, რათა მათ გონებას გასაქანი მისცენ და ერთმანეთს დაუკავშირონ სხვადასხვა არომატები, მასალა და იდეები. რა თქმა უნდა, თქვენ არ გჭირდებათ ნამდვილი კერძის მომზადება, რადგან ის შეიძლება არც ისე გემრიელი იყოს სინამდვილეში, მაგრამ გაუუმჯობესებს ბავშვებს ინგლისურის ცოდნას და პარალელურად სადილის მენიუშიც სიახლეები შეიტანოთ.

ეს არის მხოლოდ რამდენიმე შესაძლო კულინარიული რეცეპტი ინგლისურად, რომლებიც შეგიძლიათ მოამზადოთ ქვენს პატარა მოსწავლეებთან. მიჰყევით ამ აქტივობებს რეგულარულად და დაინახავთ, როგორ გაუმჯობესდება ბავშვების ინგლისური და გაუძლიერდებათ უფრო მეტის შესწავლის სურვილი!

გსურთ სხვა სახალისო გზები თქვენი შვილის ინგლისურის ცოდნის გასაუმჯობესებლად? აღმოაჩინეთ, როგორ შეუძლია ფილმს თქვენი დახმარება, ასწავლოთ ან ისწავლოთ ინგლისური.