გაიცანით მანანა რუსიეშვილ-კარტლეჯი, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) პრეზიდენტი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის განყოფილების დეკანი.
როდესაც ვფიქრობ ბრიტანეთის საბჭოს როლზე ჩემს პროფესიულ განვითარებაში, პირველი, რაც მახსენდება, არის ბნელი და ცივი ოთახი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში, რომელშიც დაფუძნდა საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია (ETAG) 1995 წელს. ETAG-ის არსებობის პირველ დღიდან, ბრიტანეთის საბჭო არის ჩვენი ერთ-ერთი მუდმივი და საიმედო პარტნიორი. ამასთან ერთად, ბრიტანეთის საბჭომ და ETAG-მა გზა გაუხსნა ინგლისური ენის სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას საქართველოში და ამით ხელი შეუწყო ქართველ მასწავლებელთა ახალი უნარების განვითარებას და გაუმჯობესებას.
ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იყო TKT-ის (Teaching Knowledge Test) დანერგვა საქართველოში. როგორც ETAG ტრენერი, ამ ტესტში ბევრი ჯგუფი მოვამზადე. ერთერთი ჯგუფი, რომელთანაც მე ქეთი კალანდაძესთან ერთად ვმუშაობდი 2020 წლის დეკემბერში, შედგებოდა ბრიტანეთის საბჭოს საგანმანათლებლო ჰაბების პროგრამის მონაწილეებისგან. სიამოვნებით ვიმუშავე მასწავლებლების ამ შესანიშნავ გუნდთან. ისინი იყვნენ მოტივირებულნი, ცდილობდნენ ესწავლათ და ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები ახალი მასალებით. კურსის განმავლობაში სამ მონაწილეს დაუდასტურდა COVID, მაგრამ მათ მაინც მიიღეს მონაწილეობა სემინარებში ონლაინ, რაც მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით მოტივაციის მომცემი და სასიამოვნოა.
გასულ წელს განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი IATEFL Prelim, რომელიც ასევე ხორციელდებოდა ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად. მე ვამაყობ, რომ ETAG არის ერთ-ერთი იმ 20 საერთაშორისო ასოციაციიდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა პროექტში. PRELIM პროექტმა, რომელიც 2021 წლის იანვარში დაიწყო და მარტამდე გაგრძელდა, საშუალება მისცა ინგლისური ენის ქართველ მასწავლებლებს იმერეთის რეგიონიდან, ემუშავათ გაერთიანებული სამეფოში, კერძოდ ორგანიზაციის „Languages United in Bath“ მენტორებისგან. მოხარული ვარ, რომ ვნახე როგორ გაზადრა ამ კურსმა მასწავლებლების თავდაჯერებულობა საუბრისა და წერის უნარებში და როგორ სარგებლობდნენ ამით ყოველი წუთით.