By British Council in Georgia

28 July 2021 16:29

'Unlimited'-მა უკვე შეცვალა ჩვენი ცნობიერება და ჩვენი ყოველდღიური აქტივობები.

ელენე თოიძე, „შემოქმედებითი საქართველოს“ შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულების ხელმძღვანელი. ჩართულია ჩვენს ორ პროგრამაში: „შემოქმედებითი ინდუსტრიების მეფინგის მხარდაჭერა საქართველოში“ და „ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია“.

როცა კარიერა დავიწყე „შემოქმედებით საქართველოში“, პირველ რიგში, ხაზი გავუსვით შემოქმედებითი ინდუსტრიების (CIs) საჭიროებების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვების მნიშვნელოვნებას და მის ეკონომიკურ და ჯაჭვურ ზეგავლენას. დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვფლობთ ბევრ ინფორმაციას აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით.

ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი შესანიშნავი კოლეგები ბრიტანეთის საბჭოდან, რომელთაც აქვთ ინკლუზიურ ხელოვნებაში მუშაობის  დიდი გამოცდილება. ბევრი შეხვედრის, სემინარის და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების საფუძველზე გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელია გვქონდეს პლატფორმა დიალოგისთვის, სადაც ვიმსჯელებთ ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მნიშვნელობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვმუშაობ შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევებზე და კარგად ვიცნობ სხვადასხვა მოდელებსა და მეთოდებს, ბევრი რამ ვისწავლე ბრიტანელი ექსპერტებისგან, რომლებიც ჩართულები არიან პროექტში. მათი დახმარების საშუალებით, მოვახდინე დამატებითი სფეროების და კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება, რაც დამეხმარება მე და ჩემს გუნდს შემოქმედებითი საქართველოდან რომ უფრო გავაუმჯობესოთ და გავაძლიეროთ კვლევისა და მეფინგის მიმართულება.

რაც შეეხება პროგრამას „Unlimited”, დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში და მომცა ძალიან სასარგებლო ინფორმაცია, თუ როგორ ჩავრთო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ხელოვნებისა და კულტურის აქტივობებში. აღნიშნული პროგრამა დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ არ არის საჭირო ბევრი რესურსი ან ძალისხმევა იმისთვის, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება და სამუშაო უფრო მეტად ინკლუზიური გახადო; ასე რომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავით და  ჩვენი საზოგადოებით, შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ამით საზოგადოებას მივცეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება კულტურული ცხოვრება ვაქციოთ ყველასთვის ხელმისაწვდომად.

ცოდნა, რომელიც მივიღე ბრიტანეთის საბჭოს CCI პროგრამის საშუალებით დამეხმარება მე და შემოქმედებითი საქართველოს გუნდს რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი კვლევები და მეფინგ ინიციატივები. რაც შეეხება პროგრამას „Unlimited”, ამ პროგრამამ უკვე შეცვალა ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ყოველდღიური აქტივობა და შემიძლია ვთქვა რომ უკვე დავიწყეთ იმ უნარების პრაქტიკაში გამოყენება, რომელებიც მივიღეთ აღნიშნული პროგრამის საფუძველზე

„შემოქმედებითი ინდუსტრიების მეფინგის მხარდაჭერა საქართველოში“ იყო პირველი პრაქტიკული ნაბიჯი, იმ ნაპრალის შესავსებად, რომელიც არის შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის კუთხით საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო 3 თვიანი პროექტი, ის დაგვეხმარა რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ: კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენელთა მეფინგის უნარების გაძლიერების კუთხით, ადგილობრივი შემოქმედებითი ეკოსისტემის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიების კუთხით და მივიღეთ გამოცდილება და ცოდნა ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალებისგან შემოქმედებითი და კულტურული სექტორის მეფინგის კუთხით. ამ პროექტის დადებითი ეფექტი გავრცელდება მთელი შემოქმედებითი საზოგადოებაზე და დარჩება პროექტად, რომელმაც დადო პირველი აგური მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის და პრაქტიკის შენების კუთხით.

პროექტის „ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია“ ბევრ დადებით შედეგთან ერთად, შეიქმნა პირველი კულტურის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო კულტურის მენეჯერების/ივენთ მენეჯერებისთვის საქართველოში, რომელმაც ნათლად დაგვანახა, რომ საჭიროა შეიქმნას პლატფორმა, რომელიც წაახალისებს სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის დიალოგს და გამოცდილების გაზიარებას ინკლუზიის საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ აღნიშნულს საჭიროებას და შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს დისკუსიებს და იდეების გაზიარებას ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიასთან დაკავშირებით.