By British Council in Georgia

01 დეკემბერი 2020 13:54

ყოველთვის მინდოდა ჩვენი სწავლების გეოგრაფიურლი არეალი გაგვეფართოვებინა და გავცდენოდით თბილისის ფარგლებს. ამდენად, შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, რომ აღარაფერი ვთქვათ დასავლეთ საქართველოს უკეთ გაცნობაზე!

გაიცანით სტივენ შელი, ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მენეჯერი საქართველოში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობაზე საუბრობს.

სტივენ შელი საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრს უკვე 4 წელია ხელმძღვანელობს. კითხვაზე, როგორია მისი ჩართულობა პარტნიორებთან მუშაობასა და როგორ ახორციელებს ამას ორგანიზაცია, ის გვპასუხობს: "ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. ყურადღებით ვადევნებდი თვალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მართლაც შესანიშნავ გეგმებს და შევიტყვე რა მათი დაინტერესების შესახებ დაუყოვნებლივ ჩავერთე მოლაპარაკებებში. ყოველთვის მინდოდა ჩვენი სწავლების გეოგრაფიურლი არეალი გაგვეფართოვებინა და გავცდენოდით თბილისის ფარგლებს. ამდენად, შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, რომ აღარაფერი ვთქვათ დასავლეთ საქართველოს უკეთ გაცნობაზე!" 

სტივი სიამაყით გამოჰყოფს ამ პარტნიორობის ხელმძღვანელობის უპირატესობებს და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს ბრიტანეთის საბჭოს პერსპექტივიდან. „თითოეულ ახალ პროექტს ძალიან დიდი გამოცდილება მოაქვს, თუმცა, ჩვენთვის ყველაზე დიდი შენაძენი ისეთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა იყო, რომელიც STEM-ზეა (science, technology, engineering and mathematics) ორიენტირებული. ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა, ამ დრომდე ჩვენ ამ მიმართლების პროექტი განხორციელებული არ გვქონია. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით პროექტში ჩაგვერთო ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები და სხვა ქვეყნებში განთავსებული ჩვენივე სასწავლო ცენტრებისგანაც მიგვეღო ძალიან დიდი მხარდაჭერა და  რჩევები.“

წლევანდელი წელი სავსე იყო გამოწვევებით, როგორც სასწავლო ცენტრისა და სტივისთვის, ასევე აღნიშნული პარტნიორობისთვის. სტივი ამბობს: „ნებისმიერი ახალი პროექტი ბევრი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენს შემთხვევაში, ეს გულისხმობდა პროექტის დაწყების თარიღს და სწავლების ოპტიმალურ მოდელს: პირისპირი ყოფილიყო სწავლება თუ არა. ჩვენ ასევე გვქონდა კითხვის ნიშნები როდის უნდა გადასულიყვნენ ჩვენი მასწავლებლები საცხოვრებლად ქუთაისში. თუმცა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ბრწყინვალედ გავუმკლავდით ამ გამოწვევებს". 

რაც შეეხება კითხვას, თუ რას ვაკეთებთ საუკეთესო შედეგების მისაღებად, ამაზე ჩვენი სასწავლო ცენტრის მენეჯერი გვპასუხობს:  „ჩვენი საქმიანობა უნივერსიტეტში, მოკლედ რომ გითხრათ, წარმოადგენს ინგლისური ენის სწავლებას ყველა სტუდენტისთვის. მათ ვთავაზობთ სრულ მომსახურებას, ამაზე ჩვენი გუნდი ქუთაისში ადგილზე მუშაობს. ჩვენი აკადემიური გუნდი ცდილობს მაქსიმალურად იყოს ფოკუსირებული STEM-ზე (science, technology, engineering and mathematics), თუმცა, ჩვენთვის ასევე მთავარია  ძირითადი აქცენტები არ იყოს უგულებელყოფილი, რომლებიც საოცრად ახალისებს სტუდენტების ინგლისურად კომუნიკაციის შესაძლებლობას". 

სტივენ შელი გულწრფელად საუბრობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობის განსაკუთებულობაზე და იმაზე თუ რა გავლენა მოახდინა ამან ჩვენს საქმიანობასა და სტუდენტებზე: „ყველაზე შთამბეჭდავი ის უკუკავშირი იყო, რომელიც ჩვენ სტუდენტებისგან მივიღეთ. ჩვენ მათ ძალიან ბევრს ვთხოვთ, ვგულისხმობ შემდეგს: სტუდენტებს ისედაც ბევრი დროის დათმობა უწევთ ვირტუალური სწავლებისთვის დღის განმავლობაში, ჩვენ კი მათ დამატებით ვთხოვთ ჩვენს ინგლისური ენის ვირტუალურ გაკვეთილებს დაესწრონ საღამოს საათებში! თუმცა, ისინი თავდაუზოგავად შრომობენ და როგორც თავად გვითხრეს, ინგლისური ენის გაკვეთილები ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათ თავდაჯერებულობაზე, ეს კი რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო მოსასმენია!“