©

Mat Wright

პროგრამა Selector PRO  მიზნად ისახავს ბრიტანული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას   მუსიკალური ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ  პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ტრენინგების, DJ სესიების და საუბრების ჩატარებას  როგორც მუსიკალური ღონისძიებების მენეჯერებისთვის და ფესტივალების პროდიუსერებისთვის ასევე იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუსიკაზე წერენ. 

პროგრამის იდეა წარმოიშვა ბრიტანეთის საბჭოს  მუსიკალური რადიო პროგრამისგან „სელექტორი“, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული რეგულარულად გადაიცემა საქართველოში რადიო მწვანე ტალღაზე (FM 107.4). ამ რადიო პროგრამაში შესაძლებელია უახლესი ბრიტანული მუსიკალური მიმდინარეობების და მუსიკოსების ნაწარმოებების, მათთან ინტერვიუების და ცოცხლად შესრულებული მუსიკალური სესიების მოსმენა როგორც პირდაპირ ეთერში ისე ჩანაწერების და ინტერვიუების სახით. ეს მუსიკოსები ასრულებენ სხვადასხვა სტილის მუსიკას, როგორებიცაა ინდი, დაბსტეპი, ფოლკი, სოული, ელექტრო და ა.შ.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები/ღონისძიებები

2018 წლის  6-8 თებერვალს მუსიკალური ღონისძიებების მენეჯმენტის ტრენინგს ბრიტანელი ექსპერტი, ივენთ პროდუსერი, პრომოუტერი, და პედაგოგი დენ ცუ უძღვებოდა.

2018 წლის 8-10 თებერვალს კი  მუსიკის სფეროს ჟურნალისტიკის ტრენინგი ჩაატარა პოლ ლესტერმა, რომელსაც ამ სფეროში წარმატებით საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. 

2019 წლის 30 იანვარს ბრიტანელმა ჟურნალისტმა და მედია მეწარმემ ქრის კუკმა ჩაატარა ვორკშოპი სახელწოდებით „ლიცენზირება და საავტორო უფლებები დიდ ბრიტანეთში’’. მას მოყვა კითხვა-პასუხის სესია. 

2019 წლის 1 მარტს კლუბმა KHIDI , Boiler Room-თან პარტნიორობით გამართა საკლუბო ღამის ექვსსაათიანი ტრანსლაცია კლუბის მთავარი საცეკვაო ოთახიდან.

2019 წლის 6 მარტს მსოფლიოს წამყვანი ონლაინ მაუწყებლის  Boiler Room-ის წამომადგენლებმა თბილისში ჩაატარეს ვორკშოპს სახელწოდებით: „ონლაინ ციფრული მუსიკის კონტენტის განვითარება და პრომოუთინგი“.