ჩვენი მიდგომა თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისადმი 

ბრიტანეთის საბჭოს მიზანია ბარიერების მოხსნა მთელ ორგანიზაციაში და ინკლუზიური და წარმომადგენლობითი სწავლა-სწავლების გარემოს შექმნა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მრავალფეროვნებას, არ დავუშვათ რასიზმი და დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით და თანასწორობა ორგანიზაციის მთავარ მამოძრავებელ მექანიზმად ვაქციოთ.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ინკლუზიურ ორგანიზაციულ კულტურას და გვსურს, ჩვენს კოლეგებს, მოსწავლეებსა და ყველას, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს მათი სრული პოტენციალის რეალიზების საშუალება მივცეთ, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, სქესის, რელიგიის, მრწამსის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.

ჩვენი პედაგოგების გუნდების მრავალფეროვნება

მთელ მსოფლიოში ბრიტანეთის საბჭოს ყველა სასწავლო ცენტრის მიზანია პედაგოგთა მრავალფეროვანი გუნდის ყოლა. ჩვენს მასწავლებლებს სხვადასხვა ბიოგრაფია, იდენტობა, მოქალაქეობა, ეთნიკური წარმომავლობა და რელიგია აქვთ. ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებლები ბრწყინვალედ ფლობენ ინგლისურ ენას და ყველა მათგანს საერთო მიზანი აქვს, კერძოდ,  ჩვენს მოსწავლეებს ინგლისური ენა უმაღლესი სტანდარტებითა და მეთოდებით შეასწავლონ. 

მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა და თანაბარი შესაძლებლობები ჩვენი მოსწავლეებისთვის

ჩვენს მოსწავლეებს ფართო სპექტრის საჭიროებები აქვთ. მრავალფეროვნების გათვალისწინებით მუშაობა ბრიტანეთის საბჭოსთვის უმთავრესი საკითხია. ეს გულისხმობს დადებით რეაგირებას ჩვენი ყველა მოსწავლის სხვადასხვა საჭიროებაზე. გვჯერა, რომ ყველა მოსწავლე იმსახურებს ინგლისური ენის შესწავლას მაღალი ხარისხით, რაც ინდივიდუალურ დონეზე მაქსიმალური შედეგების მიღწევას გულისხმობს.

ჩვენი წვლილი თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაში

ჩვენ საყოველთაოდ აღიარებულები ვართ, როგორც გლობალური კულტურული ორგანიზაცია, უნიკალური პოზიციონირებით:  ვახორციელებთ რა  უსაფრთხო, სანდო და კეთილსაიმედო სასწავლო გარემოში  ადამიანების შეკრებას, საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებას, იდეებისა და მოსაზრებების ურთიერთგაზიარებას.  ჩვენს მუშაობას საფუძვლად უდევს მნიშვნელოვანი, ურყევი და თავაზიანი ურთიერთობები სხვადასხვა კულტურებს შორის. ჩვენ ერთსულოვნად ვეწინააღმდეგებით ჩვენთან მომუშავე ადამიანების მიმართ რასიზმისა და დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, ცხადია ჩვენი კოლეგებისა და მოსწავლეების ჩათვლით.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თანასწორობას, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას. ვებრძვით დისკრიმინაციას და მიზნად ვისახავთ თანასწორობას ყველასთვის.