ტაშკენტი, 2019 წლის 16-17 ოქტომბერი.
პირველად ტაშკენტში შევკრიბეთ 120 პოლიტიკის შემმუშავებელი, აკადემიური სფეროს პროფესიონალი, პრაქტიკოსი თუ სტუდენტი 8 ქვეყნიდან, რათა განგვეხილა უმნიშვნელოვანესი თემა: ინგლისური ენის როლი უმაღლეს განათლებაში და მისი ზეგავლენა კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე.
ორი საკონფერენციო დღის განმავლობაში მონაწილეები განიხილავდნენ გამოწვევებს რომლებიც უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების კუთხით დგას. შედეგად კონფერენციის დელეგატებთან ერთად შევიმუშავეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელივ რვავე ქვეყანაში დაგვეხმარება ამ გამოწვევების დაძლევაში.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცაციის მისაღებად და სამოქმედო გეგმის გასაცნობად, ჩამოტვირთეთ კონფერენციის სრული ანგარიში.