By British Council Georgia

23 ოქტომბერი 2024 12:00

ისწავლეთ ინგლისური თამაშის საშუალებით: ტოპ თამაშები ბავშვებისთვის

არაერთხელ გამოვლინდა, რომ თამაში ხელს უწყობს ენის სწავლას. თამაშები არა მხოლოდ საინტერესო და მოტივაციის გამაძლიერებელია მოსწავლეებისთვის, (განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის), ისინი ასევე უზრუნველჰყოფენ ინფორმაციულ კონტექსტს პატარებისთვის ინგლისურ ენაში წინსვლისთვის.

თამაშები ასევე ავითარებს მოსწავლის თავდაჯერებულობას და სოციალურ უნარებს ინგლისურ ენაზე, სახალისო კონტექსტშიც. რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯანსაღ კონკურენციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების ინვესტიციას ინგლისურის სწავლაში.

სკოლაში, სახლში თუ მოძრაობისას, სცადეთ ეს თამაშები ინგლისური ენის შვილებთან ერთად შესასწავლად. გზად დაინახავთ მათი ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესებას, გარდა ამისა, ერთად დაამახსოვრებთ ხანგრძლივ მოგონებებს.

Game Language What you need
What’s the time, Mr Wolf? What’s the time, (Mr Wolf)?
It’s ... o’clock
It’s breakfast time!
It’s lunch time!
It’s dinner time!
I’m going to eat you up!
Group of children, large space
The washing line race Clothes vocab
Hang up the …
Get the pegs
Run!
Quickly!
Bag of (baby) clothes, clothes pegs, string or rope
Pairs (Pelmanism) It’s my turn
It’s your turn
I’m the winner
I can’t remember
Turn the cards over
Vocabulary for ‘sets’ of cards, e.g. animals, house objects
Set of picture cards
Vocabulary board game (English Oca) As above
Move back two places
Miss a turn
Go back to the start
Go forward two spaces
It’s my turn
Can I have the dice, please?
Sets of printable flashcards
Scrabble Vocabulary Scrabble board, letters, timer
Bull’s eye Vocabulary from flashcards
Throw the ball
Aim
Almost!
Well done!
Bull’s eye
Flashcards
Drawing game It’s my turn
I’m the drawer
Vocabulary
Can I have the pencil, please?
Flashcards, paper, pencils, timer
Hangman Sets of words: home, animals, places), body
Short phrases
Pen, paper or mini-whiteboard and marker

წაიკითხეთ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად!

კლასიკური თამაშები

What’s the time, Mr Wolf?

მიზანი:

ინგლისურად საათის ცნობის სწავლა შეიძლება არ იყოს მარტივი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის, მაგრამ თამაში „What’s the time, Mr Wolf?“ რიცხვების სწავლას აადვილებს.

Როგორ ვითამაშოთ:

  • სათამაშოდ ვინმეს მგელს უწოდებენ და დგას სხვა მოთამაშეების სივრცის მოპირდაპირე მხარეს, ზურგით მათკენ. 
  • შემდეგ სხვა მოთამაშეები დაიყვირებენ ‘What’s the time, Mr Wolf?’ და მგელი პასუხობს იმ დროით, რომელი საათიც არის (მაგალითად, „დილის 7 საათია“, „საღამოს 8 საათია“) 
  •  მოთამაშეებმა საათის შესაბამისად იმდენივე ნაბიჯი უნდა გადადგან მგლისკენ — მაგ., დილის 7 საათი = 7 ნაბიჯს, საღამოს 8 საათი = 8 ნაბიჯს. 
  • ასევე, მგელს შეუძლია უპასუხოს ‘It’s breakfast/lunch/dinner time!’ ნებისმიერ მომენტში, დაიწყოს დევნა და გადაყლაპოს მოთამაშეები. 
  • თუ მგელი დაიჭერს მოთამაშეს, ის მოთამაშე გახდება Mr Wolf და თამაში თავიდან დაიწყება. 

მთავარი რჩევა:

შეგიძლიათ შექმნათ თამაშის Mr Wolf საკუთარი ვარიაციები დღის სხვა პერიოდების (მაგ., ‘It’s bath time’, ‘It’s time to sleep’ ან ‘It’s play time’) დამატებით. სხვა ონლაინ თამაშებმა საათის ცნობის სასწავლად ინგლისურად შეიძლება თქვენ და თქვენს შვილებს მოგაწოდოთ იდეები, რომ Mr Wolf კიდევ უფრო შემოქმედებითი გახადოთ.

Hangman

თამაში Hangman უმიზეზოდ არ არის კლასიკური და მისთვის საჭიროა კალამი და ქაღალდის ფურცელი. ის გთავაზობთ შესანიშნავ გზას ინგლისური ანბანის და მართლწერის უნარების გასავარჯიშებლად. 

თამაში მიმდინარეობს სიტყვის არჩევით — დაიწყეთ მოკლე, მარტივი სიტყვებით, რომლებიც არ შეიცავს იშვიათ ასოებს (მაგ., z ან x).

დაწერეთ ტირე სიტყვაში თითოეული ასოსთვის. შემდეგ მოთამაშეებმა თითო-თითო ასო უნდა გამოიცნონ და თუ სიტყვას აქვს ასო, დაწერონ ის ტირეზე ზემოთ, სადაც ჩანს მართლწერაში. თუ ეს ასო სიტყვაში არ არის, ამატებთ სახრჩობელის ნახატის ერთ კომპონენტს ნახატს. თუ ძალიან ბევრი არასწორი ვარაუდია და სახრჩობელის ნახატი დასრულდა, მოთამაშეები აგებენ.

კარგი რჩევაა, გადახედოთ ზოგიერთ უფრო რთულ ხმოვანსა და თანხმოვანს თამაშის დაწყებამდე, რომ მოთამაშეებმა თავდაჯერებულად განასხვავონ ერთმანეთისგან „I“ და „E“ და „J“ და „G“. უყურეთ მოკლე მოთხრობას LearnEnglish Kids ზე, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს დაიმახსოვრონ ზოგიერთი ასოსა და სიტყვის გამოთქმა.

W_ _ _ ’_   t_ _  t_ _ _?  (შეგიძლიათ გამოიცნოთ ეს მოკლე ფრაზა?)

The drawing game

ეს თამაში ბრწყინვალეა არტისტული ბავშვებისთვის. შარადებით შთაგონებული, თითოეული ადამიანი რიგრიგობით ირჩევს ან იგონებს ინგლისურ სიტყვას, რომელიც უნდა დახატოს მოცემულ დროს. მათ არ აქვთ უფლება დაწერონ რაიმე სიტყვა, სამაგიეროდ, მათ უნდა ახსნან მისი მნიშვნელობა მხოლოდ სურათებით. როდესაც ისინი ხატავენ, სხვა მოთამაშეები წამოიძახებენ რას ფიქრობენ ნახატზე.

თამაში ხშირად მთავრდება ბევრი სიცილით და სწრაფი გაცნობიერებით, თუ ვის შეუძლია კარგად ხატვა. ბავშვებისთვის, დაიწყეთ ძირითადი თემებით, როგორიცაა საკვები, სათამაშოები და ტრანსპორტი. როდესაც ამ თემებთან დაკავშირებით კომფორტულად იგრძნობენ თავს, გადადით უფრო აბსტრაქტულ კონცეფციებზე, რომლებიც წაახალისებს მათ, შემოქმედებითად იაზროვნონ და დაეხმარება, გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი ინგლისურში.

The washing line race

თამაში, რომელიც აერთიანებს ინგლისურის სწავლასა და რუტინულ საქმიანობას? ის ნამდვილად არსებობს! სარეცხის თოკების შეჯიბრის თამაში შეიძლება ერთ ბავშვთან ან ორ გუნდს შორის, თუ რამდენიმე ბავშვი გყავთ ერთად. 

სათამაშოდ, აიღეთ საბავშვო ტანსაცმლის ჩანთა თითოეული ნივთიდან ორით (ბავშვის ტანსაცმელი იდეალურია), სარეცხის სარჭების ნაკრები და მოგრძო თოკების ორ სკამს შორის გასაბმელად თუ შენობაში ხართ. 

თუ გარეთ ხართ, „washing line“ ბავშვების სიმაღლეზე უნდა დაამაგროთ, რომ შეძლონ ტანსაცმლის თოკზე დამაგრება. გააკეთეთ ტანსაცმლის ორი შეკვრა თითოეული გუნდისთვის.

ერთი ადამიანი ინიშნება გამომძახებლად და ევალება სხვადასხვა ტანსაცმლის დასახელება ინგლისურად. მიზანია ამ ნივთის მიმაგრება ხაზზე სხვა გუნდის/ადამიანის წინაშე. გამრჯვებულია პირველი გუნდი/პირი, ვინც დაამაგრებს ყველა სწორ ნივთს სარეცხის ხაზზე, 

თუ სარეცხის თოკი არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ ტანსაცმლით.

I went to the market to buy…

თამაშები დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს, არა მარტო ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში ეხმარება, არამედ ნაცნობი ინგლისური ფრაზების გადამეორებაშიც. „I went to the market to buy …“ მეხსიერების თამაშია, რომელშიც მოთამაშეები წრეზე სხდებიან და რიგრიგობით ხმამაღლა ამბობენ „I went to the market to buy …“ და თითოეული ამატებს საკუთარს. 

მომდევნო მოსაუბრემ უნდა დაიმახსოვროს სიტყვა, რომელიც მან თქვა და საკუთარი დაამატოს სიას. ამგვარად, წინადადება ხდება უფრო და უფრო გრძელი თამაშის მსვლელობის პროცესში.

მაგალითად, პირველმა ადამიანმა შეიძლება თქვას: ‘I went to the market to buy milk ‘, მეორე ამბობს: ‘I went to the market to buy milk and bread’, მესამე კი ამბობს: ‘I went to the market to buy milk, bread and carrots’ და ა.შ.

მოსწავლეების დასახმარებლად თან იქონიეთ ქაღალდის ფურცელი სიტყვების რამდენიმე მაგალითით, რომლებსაც გამოიყენებენ, თუ დასამატებლად ვერაფერს მოიფიქრებენ. მოთამაშე, რომელიც ვერ დაიმახსოვებს სიის რომელიმე სიტყვას, თამაშიდან ვარდება გამარჯვებული არის ის, ვინც სიის ყველა ელემენტს დაიმახსოვრებს.

ეს თამაში შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ეფექტურია ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის ფრაზეოლოგიური სტრუქტურებში სავარჯიშოდ:  ‘a bottle of’, ‘a packet of’, ‘a bag of’.

Სამაგიდო თამაშები

Junior Scrabble®

სამაგიდო თამაშები შესანიშნავია დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის მართლწერისა და სიტყვათა წყობის ვიზუალიზაციისთვის ინგლისურ ენაში. მათი თამაში ასევე შესაძლებელია ჯგუფურად ბავშვების სოციალური უნარებისა და კომუნიკაციის გასავითარებლად.

Junior Scrabble® ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესოა ინგლისური ენის შესასწავლი თამაშებიდან. მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ გარკვეული ასოები დაფაზე სიტყვების ინგლისურად შესადგენად. თამაში შეიძლება თავიდან რთული იყოს, მაგრამ შეგიძლიათ, დაეხმაროთ ბავშვებს იმ სიტყვების საწყისი სიის შედგენით, რომლებიც იციან ინგლისურად და თამაშის დროს იქვე იქონიოთ ლექსიკონი. კიდევ ერთი ალტერნატივაა ასოების გამოყენება რაც შეიძლება მეტი სიტყვის შესადგენად დროის ათვლის პირობებში. 

როდესაც მოთამაშეებს თავდაჯერებულობა მოემატებათ, ერთი საფეხურით გაართულეთ თამაში იმით, რომ მოთამაშეებს შეადგენინოთ სიტყვები, რომლებიც ერთმანეთს გადაფარავს დაფაზე — რაც დაფას ერთგვარ კროსვორდად აქცევს.

Snakes and ladders (Змии и стълби)

‘Snakes and ladders’, ტრადიციულად, სალაპარაკო ან საკითხავი თამაში არ არის (მოთამაშეები, უბრალოდ, კამათელს აგორებენ და გადაადგილდებიან დაფაზე, ადიან მაღლა, თუ კიბეზე მოხვდებიან, თუ გველზე — დაბლა ჩადიან). თუმცა, შეგიძლიათ, ეს თამაში ენის შემსწავლელ გასართობ აქტივობად აქციოთ ინგლისური გამონათქვამების ამობეჭდვით, რათა დაამატოთ ისინი დაფაზე და მიმართულება მისცეთ მოთამაშეებს.  

მაგალითად, მიუთითეთ ასეთი ინსტრუქციები: ‘start’, ‘finish’, ‘move back two spaces’, ‘go back to the start’, ‘move forward three spaces’. შემდეგ მოთამაშეებმა უნდა წაიკითხონ ისინი ხმამაღლა, თუ მათზე მოხვდებიან, და შეასრულონ ბრძანება.

უფრო დაწინაურებული მოსწავლეებისთვის ამობეჭდეთ ამ სამაგიდო თამაშის შაბლონი და გამოიწვიეთ ისინი, დაწერონ მოკლე შეკითხვები დაფის სხვადასხვა სივრცისთვის, მაგალითად, ‘How do you say ____ in English?’, ‘Name ten wild animals’, ‘Which is longer, the Amazon River or the Nile River?’ 

ეს დონის ამაღლება უზრუნველყოფს სტუდენტებს გრამატიკული სტრუქტურების პრაქტიკაში, ლექსიკის განხილვისა და წერის, კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარების დემონსტრირებას.

Bull’s eye

აქტიური და საგანმანათლებლო თამაში ინგლისური ენის შესასწავლად 'Bull's eye' მოითხოვს, რომ დახაზოთ სამი დიდი კონცენტრული წრე დიდ ფურცელზე ან ბარათზე. თითოეულ დონეზე ენიჭება ქულები. სამიზნეს ცენტრი 100 ქულაა, მეორე გარე წრე 60 ქულა და მესამე გარე წრე 20 ქულა. გამოიყენეთ რბილი ბურთი ან პატარა რბილი სათამაშო, რომ ესროლოთ სამიზნეს. 

მოამზადეთ რამდენიმე შეკითხვა ან გამოწვევა, რომელიც მორგებულია მოთამაშეების ინგლისურის ცოდნაზე და სირთულეზე. როდესაც მოთამაშეები აგდებენ ბურთს, წრე, რომელზეც ისინი დაეშვებიან, განსაზღვრავს კითხვას, რომელზეც უნდა უპასუხონ.

ზოგიერთი შეკითხვა შეიძლება იყოს ასეთი: ‘How many brothers or sisters do you have?’, ‘Finish this sentence …’, ‘Translate this expression into English’ or ‘What is 2 + 2?’

შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი შვილების სასკოლო სახელმძღვანელო, ნაცნობი ლექსიკის საპოვნელად ან მათთვის ნაცნობი თემების  შესარჩევად.

ეს არის მხოლოდ რამდენიმე ხელმისაწვდომი ინგლისური ენის შესასწავლი თამაშებიდან. მეტი აქტივობისთვის გადახედეთ ამ გართობისა და თამაშების ვარიანტებს. მზად ხართ? დაიწყეთ!